"თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ ვარგიხარ მასწავლებლად! თუ მასწავლებელს სიყვარული არ შეუძლია, ნუ წავა სკოლაში!"
"თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ ვარგიხარ მასწავლებლად! თუ მასწავლებელს სიყვარული არ შეუძლია, ნუ წავა სკოლაში!"
118-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ თაბუაშვილი ბავშვთა ფსიქოლოგისა და პედაგოგის, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის გზავნილს უზიარებს კოლეგებს:

  • ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა - იპოვეთ თქვენი მოსწავლე!
  • თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!
  • მასწავლებელო ისწავლე თვალებით აღზრდა!
  • ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში!
  • ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ
    თქვენგან!
  • ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას!
  • პატივი ეცი ბავშვის უცოდინრობას (კორჩაკმა თქვა) და გაუკვალე მას გზა!
  • ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს.... განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!
  • ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა!
  • მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს!
  • რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!
  • თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!
  • უსიყვარულოდ
    სკოლაში ნუ წახვალ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში!
  • თუ მასწავლებელს მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში!
  • დაუკმაყოფილეთ ბავშვს დიდობის მოთხოვნილება და მოიპოვებთ მის ნდობას!
  • არ დადგეთ არც ერთ ბავშვზე მაღლა! იყავით მისი თანატოლი!
  • თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!
12543
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```