"მასწავლებელი ბავშვზე და სკოლაზე მეტად ბიუროკრატიას ემსახურებოდა" - რა ცვლილებები შეეხებათ პედაგოგებს
კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება - ამის შესახებ განათლების სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციაზე განაცხადეს, განათლების მინისტრის თქმით, ვითარება იყო ისეთი, რომ მასწავლებელი უფრო მეტს ზრუნავდა კრედიტქულებზე, ვიდრე ბავშვზე.
"როგორ მოხდება, რას მოიცავს ეს, ამაზე საუბარი კიდევ გვექნება", - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

გაუქმდება პედაგოგებისთვის თვითშეფასებისა და პორტფოლიოს ატვირთვის ვალდებულებაც.

მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად იქნება გამოცდა „ეს გამოცდები არ ჩატარდება მხოლოდ კომპიუტერთან, შეიძლება ლაბორატორიებშიც ჩატარდეს, უნდა დაადგინოს მასწავლებლის შესაძლებლობები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი მეტი ახალი კადრის მოზიდვაც არის.

მოგვიანებით მინისტრმა ამ თემაზე "ტელეიმედზეც" ისაუბრა.
2276
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ირინა
0
მასწავლებელი რომელსაც არ შეუძლია გაკვეთილის ჩატარება და მოსწავლეებთან საერთო ენის გამონახვა ის სკოლიდან უნდა წავიდეს!
10:27 / 20-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```