იანვარში გრიპის ვირუსის გაზრდილი მიამართვიანობის გამო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ერთი კვირით გადავადების გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ საკმაოდ ბევრი მშობელი მოგვმართავს კითხვით, ხომ არ ანაზღაურდება ეს დღეები საზაფხულო ან სააღდგომო არდადეგების ხარჯზე, ხომ არ განახგრძლივდება სასწავლო პროცესი ივნისში? როგორც აღმოჩნდა, ეს სავსებით დასაშვებია, რადგან როგორც მსჰობლები.გე-ს სამინისტროში განუმარტეს, ეს სკოლის გადასაწყვეტია: "გრიპის ვირუსის გამო გაცდენილი გაკვეთილები აღდგება ან არდადეგებზე ან შაბათის ხარჯზე. ამას წყვეტს თავად სკოლა." - აცხადებენ სამინისტროში.
,,სწავლის გადადებასთან დაკავშირებით, წინასწარ ინფორმაციას ვერ გეტყვით, რადგან ეს მიმართვიანობაზეა დამოკიდებული. ამას არ წყვეტს მხოლოდ ჩვენი სამინისტრო, ეს ხდება შეთანხმებულად განათლების სამინისტროსთან. შესაბამისად, თუ იქნება ამის საჭიროება, ასეც გაკეთდება. პრევენციისთვის, ვაქცინა არის ყველაზე კარგი გამოსავალი და ჰიგიენური ნორმების დაცვა."- ამბობენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
"სწავლის დაწყების გადადებას აზრი არ ექნება, თუ სკოლა-ბაღებში ამ წესებს არ დაიცავენ"
რატომ გართულდა წელს ვირუსთან ბრძოლა და რამ გამოიწვია პანიკა ღორის გრიპთან დაკავშირებით