"არანაირი ჭადრაკი და უცხო ენები. თქვენ კარგავთ ფულს, ის კი ბავშვობას" - ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
"არანაირი ჭადრაკი და უცხო ენები. თქვენ კარგავთ ფულს, ის კი ბავშვობას" - ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს
ფსიქოლოგი მიხეილ ლაბკოვსკი თავის ერთ-ერთ საჯარო ლექციაში მშობლებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა აირჩიონ სკოლა, არის თუ არა აუცილებელი მასწავლებელთან კამათი და რა ეტაპზე უნდა გამოუცვალოთ ბავშვს სკოლა.

რჩევა 1

ბავშვი სკოლამდე არ უნდა დატვირთოთ. არანაირი ჭადრაკი, უცხო ენები და სხვა ინტელექტუალური განვითარება. 6-7 წლამდე ბავშვის ტვინი არ არის ფიზიოლოგიურად მზად დიდი რაოდენობის ინფორმაციის მისაღებად. თქვენ კარგავთ ფულს, ის კი ბავშვობას.

რჩევა 2

არ ეძებოთ პირველკლასელისთვის სერიოზული სკოლა. დაწყებით საფეხურზე ბავშვისთვის მთავრი ფსიქოლოგიური კომფორტის შექმნაა. ამიტომ, აირჩიეთ ნორმალური სკოლა სახლის მახლობლად. ბავშვმა არ უნდა დაკაგოს დრო და
ენერგია გზაზე. მას მარტივად ჩამოუყალიბდება ურთიერთობა თანაკლასელებისადმი თუ ისინი იცხოვრებენ მეზობლად.
mshoblebi

რჩევა 3

პირველი მასწავლებელი არ უნდა იყოს "ძლიერი" და მკაცრი. პირიქით, უნდა იყოს კეთილი. თქვენ გჭირდებათ უბრალოდ ადეკვატური ქალი, რომელსაც ეყვარება ბავშვები და სამუშაო. ამისათვის, სკოლის შესარჩევად წადით გაზაფხულზე და გაესაუბრეთ იმ მოსწავლეების მშობლებს მასავლებლებზე, რომელთა შვილებმაც დაასრულეს მე-4 კლასი.

რჩევა 4

სკოლა არის თქვენი შვილის პასუხისმგებლობა და არა თქვენი. შეგიძლიათ აიღოთ შვებულება პირველი ორი კვირა, შემდეგ კი უკეთესია ბავშვსგააგებინოთ: "შენი სკოლა მე არ მეხება."

რჩევა 5

შეწყვიტეთ კითხვები გაკვეთილების შესახებ და რეაქციის გამოხატვა ნიშნებზე. სკოლის თემა თქვენთვის გახადეთ ტაბუ. თუ ბავშვს სურს თქვენთან საუბარი ამის შესახებ,
ესაუბრეთ. თუ მას ეს არ სურს ნუ ჩაეძიებით, წადით და თავად გაარკვიეთ სკოლაში რა ხდება. 

alt"თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ ვარგიხარ მასწავლებლად! თუ მასწავლებელს სიყვარული არ შეუძლია, ნუ წავა სკოლაში!"



რჩევა 6

არ მოამზადოთ გაკვეთილები ერთად, არ შეამოწმოთ მისი ჩანთა. იფიქრეთ საკუთარ თავზე, თქვენი შვილი ხომ ჯერ ახალგაზრდაა და თქვენზე უნდა იზრუნოს მოხუცების შემდეგ. თუ ყველაფერს თქვენ გაუკეთებთ, მას ექნება დიდი პრობლემები.

რჩევა 7

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ თქვენს შვილს. აქ პრინციპული მომენტია - ვინ იწყებს პირველი. დახმარება ბავშვმა უნდა გთხოვოთ: "დედა, აქ ვერ გავიგე." პირველი თქვენ არ უნდა მიხვიდეთ და არ უნდა ჰკითხოთ, ყველაფერი რიგზეა თუ არა. თუ ის არაფერს გეკითხებათ, ესეიგი, ყველაფერი ნორმალურადაა.

რჩევა 8

თუ მასწავლებელს არ უყვარს თქვენი შვილი, პრობლემა უნდა გადაწყდეს. სცადეთ, თავიდან მასწავლებელს დაელაპარაკოთ, შემდეგ დირექტორთან ერთად, თუ არ გამოვიდა, მაშინ მიმართეთ უფრო ზემდგომ ორგანოს. შეიძლება გადაიყვანოთ პარალელ კლასში ან სხვა სკოლაში. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ბავშვი მუდმივ სტრესში.

altროგორ შევაყვაროთ ბავშვს სკოლა და სწავლის პროცესი - შეხვედრა ქეთი მესხიშვილთან



რჩევა 9

გარდატეხის ასაკი ყველაზე მძიმე პერიოდია თქვენი შვილის ცხოვრებაში. ის იწყება, დაახლოებით, 12-14 წლიდან და გრძელდება 15-16 წლამდე. ამ დროს მნიშვნელოვნად იცვლება ბავშვის ფსიქიკა და ფიზიკური მონაცემები. აქედან გამომდინარე, ჰორმონალური დისბალანსი, ფსიქოლოგიური პრობლემები, დაღლილობა. ამ დროს ბავშვს სპეციალისტის დახმატება სჭირდება.  ჩემი რჩევა შემდეგია - თუ თქვენ არ გინდათ კონფლიქტი და სერიოზული პრობლემები, მათ შორის თვითმკვლელობის პრობლემები - უბრალოდ, ნუ შეეხებით ბავშვს. თქვენი ამოცანაა, ამ ეტაპის რაც შეიძლება სწრაფად და მშვიდად გადალხვა, რომ ეს კოშმარი დასრულდეს.

რჩევა 10

არ გააღვივოთ კონფლიქტი სკოლაში, თქვენ წააგებთ. როდესაც თქვენ მიგიწვევენ სასაუბროდ და ილაპარაკებენ თავიანთ ძლიერ სკოლაზე, რთულ პროგრამებსა და არასაჭირო მეცადინეობებზე - არ შეეკამათოთ. დაეთანხმეთ. და გააგრძელეთ ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც თქვენ გინდათ.

რჩევა 11

არ არის საჭირო ბავშვის ნიჭი სპეციალურად განავითაროთ, თუ მას ეს არ სურს. ნიჭის გამოყენება მას უნდა ანიჭებდეს ბედნიერებას. არ არის საჭირო დაძაბულობა, მასწავლებლის პოვნა და ლოდინი, როდის განვითარდება. ამაში არაფერი არ არის ტრაგიკული.

altუნდა იწერებოდეს თუ არა სკოლაში ნიშნები - შალვა ამონაშვილის პასუხი



რჩევა 12

ყველაზე მთავარი - ისწავლეთ თქვენი შვილის მიღება. არაფერს არ დაელოდოთ მისგან. არ არის მნიშვნელოვანი, როგორ სწავლობს ან როგორ იქცევა, გიყვარდეთ ის ისეთი, როგორიც არის. დიახ, 15 წლის ასაკში უფრო რთულია, ვიდრე 5 წლის ასაკში. ბავშვმა არ უნდა გამოიწვიოს თქვენი მხრიდან უარყოფა. ამისათვის კი, პირველ რიგში, შეიყვარეთ საკუთარი თავი.


altრატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის ძერწვა - ფსიქოლოგების რჩევები


53952
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
მართალია
0
naTia-ს ნათია, აქ იმაზე ლაპარაკი, რომ ბავშვს ჩვენ არ უნდა დავაძალოთ იმის კეთება, რაც ჩვენ მოგვწონს. თავში კი არ უნდა ვუტენოთ, მისი ტვინის რესურსი სწორად უნდა განვავითაროთ. თუ ბავშვი თავად იჩენს ინტერესს ენებისადმი, ადვილად ითვისებს თავისით,ხელი ატომ უნდა შევუშალოთ? აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ სკოლამდელ ასაკის ბავშვებს ლამის საფენებში რომ ასწავლიან ხოლმე უცხო ენას თუ ჭადრაკს, რომ მერე დაქალოჩკებთან მოიწონონ თავი.
14:30 / 15-02-2019
naTia
3
მყავს 6 წლის შვილიშვილი, რომელიც ამჟამად ჰოლანდიაში ცხოვრობს, მამა სამი წელია გარდაეცვალა, ზრდის დედა, რომელსაც დღის პირველ ნახევარში სკოლაში ნყავსმ მეორე ნახევარში ბაღში, ასე აქვთ იქ მოწყობილი სისტამა, ბავშვმა იცის 4 ენა. ჰილანდიური, რუისული, პოლონური და ინგლისური, აქედან ინგლისურს და ჰოლანდიურს ასწავლიან სკოლაში, ორი თავად ისწავლა, რაც შეეხება ქართულს ყველაფერი ახსოვს რაც მამამ ასწავლა და ძაფხულში დედას უნდა აქ გამოაგზავნოს რომ კარგად ისწავლოს ენა. ახლა რა ვქნა, არცერთის დრო არ გვქონდა რომ წაგვეყვანა და სპეციალურად გვესწავლებინა, მაინც დავუშალოთ ? ძალით არაფერი არ ისწავლება, ჩემმა ქალიშვილმა დამოუკიდებლად ისწავლა სამი წლის ასაკში კითხვა, 4 წლისამ რუსული. ბიჭმა არ იცოდა მან რომ ისწავლა. რა არის აქ დანაშაულ;ი. თუ ისწავლის ისწავლოს.
11:47 / 15-02-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```