"რატომ უნდა მუშაობდნენ ასეთი ადამიანები სკოლაში, გამუდმებით რატომ უნდა ვუკრავდეთ არტახებს მომავალ თაობას"
"რატომ უნდა მუშაობდნენ ასეთი ადამიანები სკოლაში, გამუდმებით რატომ უნდა ვუკრავდეთ არტახებს მომავალ თაობას"
საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრას იხსენებს და საინტერესო პოსტს უძღვნის. ვფიქრობთ, ეს პატარა ამბავი უფროსებს ბევრ რამეზე  დაგვაფიქრებს.
"ერთხელ თბილისის ერთმა სკოლამ მიმიწვია. დამხვდნენ მეორეკლასელები. საყვარლები. ისხდნენ წყნარად, მისმენდნენ. არ ვიცი, რას ელოდნენ, მაგრამ როცა "მგელუკა და ჯინსი" წავუკითხე, უცებ გამოცოცხლდნენ, ახმაურდნენ, იცინეს, თავისიანად მიმიღეს. - ვის უყვარს დახეული ჯინსები-მეთქი, ვკითხე და ყველა ფეხზე წამოხტა. - მეც მიყვარს, მაგრამ ჩემი ზომა ვერ ვიშოვე-მეთქი. ამაზე საერთოდ იხალისეს. მოკლედ ვართ ამ მხიარულებაში და უცებ დირექტორი
წამოიმართა. სახეზე ეწერა, რომ სიამოვნებით გამიშვებდა იქიდან. ჰოდა, წამოდგა გოროზად და ამ გამხიარულებულ ბავშვებს განრისხებულმა მიმართა: " ბავშვებო, ხომ გახსოვთ, რომ სკოლის შინაგანაწესით დახეული ჯინსების ჩაცმა აკრძალულია!!" ჩაყუჩდნენ საწყლები. შეეყინათ ღიმილი. აი, როგორ ვთქვა და გულში გავიფიქრე - რატომ უნდა მუშაობდნენ ასეთი ადამიანები სკოლაში. რატომ არ გვინდა, გვყავდეს ლაღი და თავისუფალი მომავალი თაობა და გამუდმებით რატომ უნდა ვაკრავდეთ არტახებს. დანარჩენი ლექსები აღარ წავიკითხე - ინტერნეტზე, ფინიას და პუდელის ვირტუალურ მეგობრობაზე, თინეიჯერ ჭუკზე, კუს მობილურზე და ჩოჩრებზე. მერე მართლა გამომაძევებდნენ იქიდან, როგორც ბავშვებისათვის ტვინის ამრევს. არადა. ისეთი კარგი პედაგოგი ჰყავდათ იმ პატარებს... მეორედ რას გაბედავს ჩემს მიწვევას!"
- წერს ირმა მალაციძე.

alt"მაყვალა მრევლიშვილიც გალანძღეს... ეს მიზანმიმართული კამპანიაა" - რატომ გახშირდა საბავშვო ავტორების დაცინვა სოციალურ ქსელში


1214
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```