"რვა კლასის ზემოთ ყოველი ბავშვი ვალდებულია მოხალისედ დაეხმაროს მოხუცებს, სასწრაფო დახმარებას, ვეტერინარებს" - როგორ ხდებიან ებრაელი ბავშვები წარმატებულები
"რვა კლასის ზემოთ ყოველი ბავშვი ვალდებულია მოხალისედ დაეხმაროს მოხუცებს, სასწრაფო დახმარებას, ვეტერინარებს" - როგორ ხდებიან ებრაელი ბავშვები წარმატებულები
ებრაელ ხალხს არაერთხელ უჩვენებია მსოფლიოსთვის შეუპოვრობისა და მიზანსწრაფულობის მაგალითი. ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი ანი კოლ-შიმშილაშვილი ძალიან საინტერესო პოსტს აქვეყნებს იქაურ სასკოლო განათლებაზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ეს ისრაელის სკოლების მაგალითია, რომელიც მე თავად გავიარე... მე და ჩემმა გოგონამ.

ბავშვი სკოლაში 6 წლის ასაკში მივიყვანე, მანამდე 5 წლის ასაკში არის ეგრეთ წოდებული "გან ხოვა" - სავალდებულო ბაღი. აქ ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის.  ისრაელში არ არის კერძო სკოლები, სულ რამდენიმე, მაგრამ ეს სულ სხვა
ისტორიაა, იქ სწავლობენ უცხოელი ელჩების შვილები და კიდევ...
სკოლების 99,99% საჯაროა.
ბავშვები სკოლაში არ დადიან დედიკოების ჯიპებით!
ქალაქის მერია გავალდებულებს, რომ ბავშვი მიიყვანო უბნის სკოლაში, ჩემს სახლთან ახლოს სამი საშუალო სკოლაა და ამ სამიდან ერთი უნდა ამერჩია.

ანუ არ შემიძლია თელ ავივის ერთი უბნიდან ბავშვი ვატარო მეორე უბანში.

ამის გამო ბავშვებს ტრანსპორტი არ სჭირდებათ, ისინი ერთად მიდიან ფეხით ჟრიამულით და ბრუნდებიან ჟრიამულით.

სკოლის ფორმას წარმოადგენს უბრალო ტრიკოტაჟის მაისურები, ყველა სკოლას არჩეული აქვს 2-3 დაშვებული ფერი და სასკოლო ემბლემა ახატია.

უბრალოება! სკოლის კედლებიდან დაწყებული პარლამენტის/ქნესეთის კედლებით დამთავრებული!
უბრალო მაისურები და არა ბრენდები!
mshoblebi
ანი კოლ-შიმშილაშვილი

3 შემოთავაზებული სკოლიდან ავირჩიე ერთი, მე არ ვიცნობ აქაურ სკოლებს,
არც მრჩეველი მყავდა, ამ უბანში სადაც მე ვცხოვრობ, ქართველები ძალიან ცოტაა და 12 წლის წინ ხომ საერთოდ არ იყვნენ.

პირველი კლასიდან ბავშვს ყელზე "ცეპოჩკით" სახლის გასაღები ეკეთა, ასეთ ბავშვებს აქ გასაღებიან ბავშვებს ეძახიან.

ბავშვი მივიდა სკოლაში და დედამ კი გააგრძელა 12 საათიანი მუშაობის რეჟიმი.

გოგონა დილით სკოლაში ჩავწერე, შუადღიდან სკოლაში არსებულ გახანგრძლივებულში და საღამოს სკოლასთან არსებულ სხვადასხვა წრეებში, რომ ბავშვი დაკავებული ყოფილიყო და მეთვალყურეობის ქვეშ, რომ მე მშვიდად მემუშავა!

გახანგრძლივებული ფასიანია.
მე, როგორც მარტოხელა დედას, ძალიან დიდი ფასდაკლება მქონდა.

გოგონა აქ სადილობდა ყოველ დღე სხვადასხვა ახალ-ახალი ცხელი ხორციანი კერძებით.
ამზადებდა გაკვეთილებს, ეხმარებოდა სხვა ბავშვებს.

პირველ კლასში ვკითხე მის სპორტის მასწავლებელს, რომელიც საღამოს ტანვარჯიშს ასწავლიდათ: მირჩიე, თუ მჭირდება რეპეტიტორი მათემატიკაში?
მან მკითხა, ვინაა მასწავლებელი, ვუპასუხე ლილი... გაეღიმა და მითხრა: ლილი მოსიარულე უნივერსიტეტია. კიდევ ბევრჯერ გამიხსენებო.

პირველ კლასში არ ჰქონდათ ნიშნები. მხოლოდ სახალისო სიტყვები: კარგი, შესანიშნავი, ყოჩაღ და ფერად ფერადი "სმაილიკები".

ანუ ხვდებით, რომ დილის 8 საათის შემდეგ (აქ სკოლა 8 საათზე იწყება), მე და ჩემი გოგონა ერთმანეთს მხოლოდ საღამოს 7-8 საათზე ვხვდებოდით. პარასკევს 12 მდე და შაბათი დასვენება.
mshoblebi
მეორე კლასის პირველი ნახევრის ბოლოს მივიღე წერილი განათლების სამინისტროდან ისე, რომ დამრიგებლისთვის სულ ორჯერ მქონდა სალამი მიცემული და დანარჩენ პედაგოგებს არც ვიცნობდი!

წერილის შნაარსი: თქვენი გოგონა სკოლამ დაასახელა როგორც ნიჭიერი ბავშვი, თუ გაქვთ სურვილი იგი გადაიყვანოთ ქალაქის ნიჭიერთა სკოლაში, ჩაეწერეთ ამ ლინკზე და გამოცხადდით გამოცდებზეო!

ვახ, ჩავეწერეთ, გავიარეთ გამოცდები და ჩავირიცხეთ, მაგრამ ბავშვმა იტირა, არ მინდაო, ჩემს ამხანაგებთან მინდაო, სკოლის მასწავლებელმაც: ნიჭიერი ყველგან ნიჭიერია და დაანებე თავი, ნუ ანერვიულებო... მეც დიდად არ მეხატებოდა გულზე სახლიდან ცოტა მოშორებით, 2 კილომეტრი და დარჩა სკოლაში გოგონა...რაც მთავარია, ბედნიერი.

მეოთხე კლასსი. ახალი წერილი მივიღეთ განათლების სამინისტროდან:
გოგონა დასახელდა როგორც ნიჭიერი მათემატიკაში, თუ გაქვთ სურვილი ბარ ილანის უნივერსიტეტში გაატაროთ გამოცდები და ჩაირიცხოს უნივერსიტეტში კურსებზე: მათმატიკაში ნიჭიერ მოზარდთა კურსი, სადაც ლექციები ტარდება ამ ბავშვებისთვის თავად უნივერსიტეტის მათმატიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ.


alt რატომ ხდებიან ებრაელი ბავშვები გენიოსები - აღზრდის 7 მეთოდი



მთავარი:
მე-8 კლასში ეს ბავშვები გადიან მისაღებ გამოცდებს და ვინც გაივლის გამოცდას, სკოლასთან პარალელურად ირიცხებიან ბარ ილანის უნივერსიტეტის (ერთ-ერთი უძლიერესი უნივერსიტეტია ისრაელში) მათემატიკის ფაკულტეტზე. სკოლასთან პარალელურად, 18 წლის ასაკში, ისინი ამთავრებენ და არიან 18 წლის მათმატიკოსები! 18 წლის ასაკში მათემატიკოსის სრულუფლებიანი დიპლომი!!! სკოლაში მათემატიკის გაკვეთილებიდან გათავისუფლებულები არიან!

ანუ ხვდებით, რას ვამბობ?
სკოლა, სახელმწიფო თავად ზრუნავს ამ ბავშვებზე, ვინ - მათემატიკა, ვინ - ფიზიკა უნდა ისწავლოს. თავიდანვე ურჩევენ მიმართულებას მათი შესაძლებლობების მიხედვით!

გოგონამ მე-8 კლასის შემდეგ აღარ ისურვა გაგრძელება, მან ლამაზად ამიხსნა, ის, რომ ვარ ნიჭიერი, არ ნიშნავს რომ მიყვარს. კიდევ 4 წელი ამ ციფრებს და ფორმულებს რომ ვუყურო, ჭკუიდან გადავალო.


altქართველი ებრაელების მდიდრული, 900-კაციანი ქორწილი თელ-ავივში (ვიდეო)



აქ ბავშვებს აძლევენ თავისუფალ არჩევანს, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვურჩიოთ, გადაწყვეტილებას კი ისინი იღებენ.
ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, მაგრამ ბოლო სიტყვა მათზეა!

დავუბრუნდეთ სკოლას!

აქ 100 ბალიანი სისტემაა და ბავშვებს რომელსაც მთელი ბოლო ორი წელი 75 ზე მეტი არ მიუღიათ, უკვე ნათელია, ვერ "გაქაჩავენ" იმ პროგრამას, რომელიც 75 ის და 80-ის ზემოთ ნიშნიანი ბავშვების სკოლაში ისწავლება, ამიტომ ბავშვები ნაწილდებიან უნარისა და შესაძლებლობების, მონაცემების მიხედვით.

ამიტომ მე -12 კლასის გამოცდების შემდეგ არ გვყავს ჩაჭრილი ბავშვები.

იმ ბავშვებს, რომლებიც 75 ბალიანზე დაბალ სისტემის სკოლაში მოხვდნენ, აქვთ 4 წლის მანძილზე ნიშნების გამოკეთების საშუალება და სკოლის შეცვლა შეუძლიათ!

8 კლასის ზემოთ ყოველი ბავშვი ვალდებულია, ვიმეორებ ვალდებულია, იყოს მოხალისე სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში და ეს არ ხდება გაკვეთილების და სკოლის ხარჯზე!

ისინი მოხალისედ არიან მოხუცებთან, სასწრაფო დახმარებაზე, - ახალგაზრდა პარამედიკები, ვეტერინარებთან, ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში და ასე შემდეგ!

altშთამბეჭდავი ქართული ცეკვა ქართველი-ებრაელების ქორწილში სიძისა და ბალერინა პატარძლის შესრულებით


მანამდე კი, ანუ მერვე კლასამდე არის საზოგადოებრივი მოძრაობა "ცოფიმ"-ნორჩი ბრიგადელები, ის ძალიან ჩამოგავს ჩვენთვის ცნობილ "თემური და მისი რაზმი", სინამდვილეში კი ეს ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბისაა და დაარსებული იქნა 1907 წელს ბრიტანელი გენერლის რობერტ ბადენ პაველის მიერ. ეს ორგანიზაცია ასწავლის ბავშვებს საზოგადოებაში თვითდამკვიდრების წესებს, უფროს-უმცროსს, ბუნების სიყვარულს, სპორტს, დახმარება -გაცემას და რაც მთავარია: სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს!!...

დავუბრუნდეთ ჰაი სკულს, ეს სკოლები თავად შიგნითაც დანაწილებულია, ბავშვების პირადი მონაცემების და მიდრეკილების მუხედვით, ანუ განხრების მრავალფეროვნებაა: თეატრი და დრამა, კომპიუტერები, ბიოლოგია, ბიოტექნოლიგია, ფიზიკა , უცხო ენები და ასე შემდეგ.
ანუ ძირითადი საგნები ერთია და ბავშვები დამატებით ყოველი მისი მიდრეკილებით სწავლობს იმ საგნებს , რომელი განხრითაც თვლიან, რომ ისწავლიან უნივერსიტეტში

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სკოლის ატესტატი საჭიროა . პლუს უნივერსიტეტის გამოცდა ფსიხომეტრი. ატესტატის ქულები და ფსიხომეტრი ქულები ჯამდება. თუ სკოლის ატესტატის ქულები დაბალია, უნივერსიტეტი საბუთებს არ იღებს და გადაბარების შანსს აძლევს.

ჰაი სკულები ჯარის დიდი დაკვირვების ქვეშ არიან.
ყოველი ბავშვი იციან, ზუსტად იციან, ვის რა მონაცემები აქვს და რითი შეიძლება ეს ბავშვები გამოიყენონ სახელმწიფოს სამსახურში....

იმის გარდა, რომ აქვთ უძლიერესი გამოცდები, ჯარი ცალკე გამოცდებს უტარებთ და ხდება ჯერ კიდევ სკოლაში, 11-12 კლასებში მათი გადანაწილება სამხედრო სამსახურში.
mshoblebi
ანუ, სულ გამოცდები და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ძებნა, რომ ეს ბავშვები არ დაკარგონ და სახელმწიფოს გამოადგნენ.

თუ აქამდე სახელმწიფო ზრუნავდა მათზე, დღეს მოვიდა დრო - ბავშვებმა იზრუნონ სახელმწიფოზე!
ისინი ბავშვები აღარ არიან!!!

ეს ყველაზე მოკლედ, რაც შემეძლო....
სავარაუდოდ ხვდებით, რომ არც ვაშლებს არიგებენ და არც გამოცდებს აუქმებენ....

P.S. ისრაელის სკოლებში ისწავლება გადასარევი საგანი პირველივე კლასიდან მგონი , თუ სწორად მახსოვს 8 კლასის ჩათვლით הבנת הנקרא- ჰავანათ ჰა ნიკრა- წაკითხულის გაგება, ბავშვებს ასოებს მიღმა ნაწერის კითხვას ასწავლიან!!!

იდეალური არავინ და არაფერია. ჩვენც ბევრი ხარვეზი გვაქვს და მუდმივად არის სისტემის გაუმჯობესების მცდელობა."

6379
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მაიკო
0
ეს სტატია მშობლებსაც არ აწყენდა რომლის შვილს დაავალებ მოხუცის მოვლას "გიჩივლებენ". გათამამებულ შვილებს რომ ზრდიან და სკოლას სთხოვენ პასუხს.
08:17 / 15-02-2019
იეთიმი
0
მადლობთ. არ შეიძლება ეს სტატია ჩვენ განათლების მინისტრს, პრემიერს და ვიასაც მეტ ნაკლებად ეხება ბატიაშვილს ამ მომენტში არ ვგულისხმობ გადაუგზავნოთ?
19:14 / 14-02-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```