პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო - მშობლები

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

2019-05-02 18:48:24+04:00

დღეიდან რეგისტრაცია იმ პირველკლასელთათვის დაიწყო, რომელთა და-ძმა იმ კონკრეტულ სკოლაში სწავლობს, ერთდროულად ოჯახიდან რამდენიმე ბავში შედის ან მშობელი მუშაობს სკოლაში. რეგისტრაცია 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:

1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ არსებობს მსგავსი დოკუმენტი, რა თქმა უნდა.

საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია კი 21 მაისიდან იწყება და 12 ივნისს სრულდება. რეგისტრაციას ვებგვერდზე www.emis.ge ის ბავშვები გაივლიან, რომლებსაც სასკოლო ასაკი აქვთ.

altროდის დაიწყება საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია?