"თბილისში 101 სკოლა ერთ სააათში შეივსო" - სად დარჩა თავისუფალი ადგილები
"თბილისში 101 სკოლა ერთ სააათში შეივსო" - სად დარჩა თავისუფალი ადგილები
დღეს,  დილის 9 საათზე პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. თუ რა მდგომარეობა ამ დროისთვის პრველთა რეგისტრაციის კუთხით  და დარჩა თუ არა საჯარო სკოლებში თავისუფალი ადგილები, ჩვენს კითხვებს პასუხობს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ტყემალაძე. მისი ინფორმაციით, თბილისის ძალიან ბევრ სკოლაში  ჯერ კიდევ არის თავისუფალი ადგილი, ბავშვების დასარეგისტრირებლად
- ყველაზე მეტად დედაქალაქის რომელ საჯარო სკოლაში სურდათ პირველკლასელთა რეგისტრაცია?
- ასე დაზუსტებით ვერ გეტყვით, რომელი სკოლა იყო ყველაზე მოთხოვნადი,
101 სკოლა შეივსო რეგისტრაციის დაწყებიდან ერთ საათში. თბილისის, ყველა უბანში არის ისეთი სკოლა, სადაც მშობელს სურს შვილის მიყვანა. ამიტომ, ძნელია იმის თქმა, რომელი სკოლა შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად სკოლად. თბილისში ძალიან ბევრ სკოლაში არის ჯერ კიდევ თავისუფალი ადგილი ბავშვების დასარეგისტრირებლად. თავისუფალი ადგილების ნახვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ მითითებულ ლინკზე.  http://catalog.edu.ge/index.php?module=school_info&page=region_list
მთელი ქვეყნის მაშსტაბით, ლიმიტი არის 75 000 და ველოდებით 50 000 - ზე მეტ ბავშვს. შესაბამისად, არცერთი ბავშვი არ დარჩება სკოლის გარეთ. პირველკლასელთა რეგისტრაცია 12 ივნისამდე გრძელდება და დრო არის საკმარისზე მეტი რეგისტრაციისთვის.
ინფორმაციისთვის, პირველკალსელთა რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე www.registration.emis.ge
III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა განხორციელდება 2019 წლის
13 ივნისიდან - 21 ივნისის ჩათვლით ჩათვლით.

IV ეტაპი: მოსწავლის რეგისტრაცია და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება - 2019 წლის 25 ივნისიდან - 5 ივლისის ჩათვლით.

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, წინა ეტაპებზე დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.
რუსკა კილასონია
1122
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
xatuna
0
ერთ საათში კი არ შეივსო,ზოგიერთი სკოლა 15 წუთში უკვე შევსებული იყო, ვერც სარეგისტრაციო ფანჯარა ვერ გაიხსნა თავის დროზე, ერთ საათში ძლივს გაიხსნა გვერდი, ისეთი გადატვირთული იყო
23:31 / 21-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?