"ბავშვის უფლებათა კოდექსში" ასახული ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბავშვიან ოჯახებს სოციალური დახმარების მისაღებად სტანდარტული კრიტერიუმებით აღარ შეფასებს და მათ საჭიროებაზე მორგებულ ფინანსურ და ეკონომიურ დახმარებას გაუწევს. რაც გულისხმობს, რომ თუ ოჯახში საცხოვრებელი პირობებისა და საკვების გარდა სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის, დამატებით სხვა დამხმარე ნივთები თუ მომსახურეობები აუცილებელია, მაშინ სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, კონკრეტული ოჯახისთვის ინდივიდუალური დახმარების სქემა შემუშავდება!
ახალ კანონში მაქსიმალურად გაწერილია არა მხოლოდ ბავშვისა და მოზარდის სოციალური დაცვა, არამედ მისი ოჯახის გაძლიერებაც. კოდექსში გათვალისწინებულია კონფლიქტების შემთხვევაში ოჯახისათვის, ფსიქოლოგის უსასყიდლოდ დახმარება, მშობლებისათვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული გადამზადების კურსის გავლა, ბავშვების სპორტულ და საგანმანათლებლო წრეებში ჩართვა, სკოლის პროგრამის დაძლევისათვის მათთვის დამატებითი საათების გამოყოფა და ა. შ.
აღნიშნული ღონისძიებების ნაწილი განხორციელდება, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ, ნაწილი შემოთავაზებული იქნება მუნიციპალიტეტებისა და ბავშვთა დაცვის მხარდამჭერი ორგანოს მიერ, ხოლო ნაწილს სკოლა და ბაღი განახორციელებს.
სოციალურ მუშაკი ინტენსიურად იმუშავებს სოციალურად დაუცველ ოჯახებთან და დროულად მოახდენს ახალი საჭიროებების იდენტიფიცირებას. ოჯახი სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ დარჩება მანამ, სანამ ამის საჭიროება იდგება და პრობლემები სრულად არ აღმოიფხვრება.
"ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით მომზადდა. კანონი პარლამენტში პირველ მოსმენაზე შემდეგ სასესიო კვირას გავა. დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა. მანამდე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს რიგი რეფორმებისა გატარება და ახალი პროგრამების შემუშავება დაევალებათ!