გურიაში მოსწავლეების მიერ წითელი ყელსახვევებით შესრულებულ სიმღერაზე განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, რომელზეც მოსწავლეები წითელი ყელსახვევებით ასრულებდნენ სიმღერას, განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

ვიდეო გურიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაშია გადაღებული და ბავშვები თეთრ პერანგებზე წითელი ყელსახვევებით ასრულებენ სიმღერას გურიაზე, რომელშიც იოსებ სტალინსაც ახსენებენ.

"გურულს უჩვენა გზა გამარჯვების და დიდ ბრძოლებში გაიყოლია,
მართლაც ამაოდ არ ჩაუვლია, სისხლით შეღებეს დროშა წითელი.
აი, გურია, ჩემი გურია, ჩემი გურია განახლებული.
ყველა სოფელი ცას ეჭიდება, სულ საოცნებო არის გურია,
მაგრამ ხიდის თავს აქვს სხვა
დიდება, იქ ჯუღაშვილის ნაფეხურია", - ასეთია სიმღერის შინაარსი

რამდენიმე დღით ადრე, ახალციხის მეხუთე სკოლაში პირველკლასელებმა ანბანი თეთრ პერანგებზე შემოხვეული წითელი ყელსახვევებით გააცილეს.
ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" აქვეყნებს. გამოცემასთან საუბრისას კლასის დამრიგებელი, ლუიზა მღებრიშვილი ამბობს, რომ ბავშვები საქართველოს დროშის ფერებში გამოაწყვეს და სხვა ჩანაფიქრი არ ჰქონიათ.

„აზრადაც არ მოგვსვლია ბავშვები პიონერივით გამოგვეწყო და საბჭოთა დროინდელი დეტალი გამოგვეყენებინა. ღონისძიება 26 მაისსაც მივუძღვენით და ჩავაცვით საქართველოს დროშის ფერებში. აბა პეპლები და წინსაფრები რომ არ მოუხდებოდა? ბუშტებიც თეთრ და წითელ ფერებში გვქონდა და ლექსებსაც სულ სამშობლოზე ყვებოდნენ“, – განმარტავს დამრიგებელი.
იგივე პოზიცია აქვთ სკოლის დირექტორსა და მშობლებს.

სოციალურ ქსელში აღნიშნულმა ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:
"რითი ვეღარ ივიწყებენ რუსეთს.
ევროპა სავსეა რუსებით და მაგათ რუსეთი მოსწონთ. მეტი არაფერი უნახიათ. ჯობია ბავშვებს
ახალი თანამედროვე რამე შეასწავლონ, ვიდრე მისტიროდნენ დამპალ სსრკ-ს."

"განათლების სამინისტრომ თავის თავს მიხედოს. ყელსახვევს გაიკეთებენ თუ წითელ ტრუსიკს ჩაიცვამენ, რა მისი საქმეა"

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჯერ-ჯერობით ამ თემასთან დაჯავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
"რომ დამთავრდება მოკვლევა, მერე შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, ჯერ მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს. ყველა გამოიკითხება და ყველაფერი დადგინდება. სამინისტროს პოზიციაა, რომ სწრაფად გაირკვეს ყველაფერი", - ამბობენ სამინისტროში.
თამარ იაკობაშვილი
1713
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
na
0
გურიაში მძიმე სიტუაციია განათლების მხრივ ეტყობა, მაგრამ ეს შეფუთულ მდგომარეობაში კომუნისტების დროსაც იყო. რა დამალვა უნდა პირდაპირ ტექსტი გეუბნება სად არი: ჩოხატაური - ხიდი თავი. ნანა თქვენ გურული ბრძანდებით? სიტყვების წარმოთქმამ გამოგააშკარავათ.
13:31 / 05-06-2019
gulistkiviliT.
0
ავად სახსენებელს, რომ ეძახით ზოგ-ზოგიერთები კომუნისტების დროს, ეხლა ეხლა რა არის? ავად სახსენებელზე უარესი დროა! გადაგვარეული თაობა, დაბოლილები დაფარფატებენ, უზრდელები,მიმბაძველები ევროპა ამერიკას, ბიჭები თმა შეკრულები გოგოებივით დადიან, გოგოები პირიქით ბიჭებივით კუნთებზე იყურებიან თან ათ სართულიან გინებაზეც არ იტყვიან უარს სიგარეტით ხელში, თან როგორ ეამაყებათ ბიჭური საქციელები. რომელი ერთი ჩამოვთვალო ადგილი არ მეყოფა!
10:29 / 05-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```