რომელი კლასის ნიშნებით მოიპოვებს მოსწავლე ოქროს მედალს და რა შეღავათით სარგებლობენ მედალოსნები - სამინისტროს განმარტება
რომელი კლასის ნიშნებით მოიპოვებს მოსწავლე ოქროს მედალს და რა შეღავათით სარგებლობენ მედალოსნები - სამინისტროს განმარტება
წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემა 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ ყოველწლიურად ათასობით მოსწავლე იღებს ოქროსა და ვერცხლის მედლებს. მედლების გაცემის მიზანი მოსწავლეების წახალისება და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა. პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი საშუალებით სწავლის ხარისხის გაუმჯობესება მართლაც შესაძლებელია. მედალოსნებისა და მათი მშობლებისთვის მედალი სხვა მოსწავლეებისგან გამორჩევის საშუალება და წარჩინებული სწავლისთვის მიღებული დამსახურებული ჯილდოა.

მას შემდეგ, რაც სკოლის დამამთავრებელი, ე.წ. კატის გამოცდები გაუქმდა, მედლის მიღების მთავარი კრიტერიუმი მაღალი აკადემიური მოსწრებაა. როგორ უნდა გახდეს მოსწავლე მედალოსანი? ამის გასაგებად მსჰობლები.გე–მ ეროვნულ სასწავლო გეგმას
გადახედა და ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა.

რომელი კლასიდან იანგარიშება მოსწავლის აკადემიური მოსწრება?

მედლის მისაღებად ქულების დაანგარიშება იწყება მე–10 კლასიდან და სრულდება მე–12 კლასის შედეგების დათვლით.

რა შემთხვევაში მოიპოვებს მოსწავლე ოქროს მედალს?

მოსწავლე ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს მოიპოვებს, თუკი მის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული მთელი საშუალო საფეხურის (X-XII კლ.) განმავლობაში დამრგვალების გარეშე არის 10 ქულა.

რა შემთხვევაში მოიპოვებს მოსწავლე ვერცხლის მედალს?

მოსწავლე ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს მოიპოვებს, თუკი მის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული მთელი საშუალო საფეხურის (X-XII კლ.) განმავლობაში არის 9.8 ან მეტი.

რა შემთხვევაში ვერ მიიღებს მოსწავლე ოქროს ან ვერცხლის მედალს?

მედალს ვერ მიიღებს მოსწავლე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით.

რა პრივილეგიებით სარგებლობენ მედალოსნები?

მოსწავლეები, რომლებიც მიიღებენ ოქროს ან ვერცხლის მედლებს, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი პრივილეგიებით არ სარგებლობენ. თუმცა მათ ითვალისწინებს რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი, რომლებიც მედალოსნებს სასწავლო გრანტს სთავაზობენ.
22460
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
მზეონა
0
რაშია საჭირო, ხანდახან გაბერილი ნიშნებით იღებენ ოქროს მედალს.ოღონდ დაბოღმილი ხარო არ მითხრათ.ჩემმა შვილმა ვერცხლის მედლის სახლში მიტანა ამიკრძალა.მე ზრდილობის ნიშნად გამოვართვი. მოგახსენებთ,რომ გრანტი მოიპოვა,მესამე კურსს ამთავრებს და მეხუთედ აიღო სტიპენდია.კიდევ უფრო მეტი ამჟამად საზღვარგარეთ აგრძელებს სწავლას დაფინანსებით,ასეთ მოსწავლეებს რას ეუბნებით როცა იცოდა, რომ ეკუთვნოდა კომპიუტერიც და ოქროს მედალიც და მასწავლებლების ............ ხარჯზე დაიჩაგრა.
04:55 / 20-05-2022
ზურა
2
ხელმოცარულების და დაბოღმილების კომენტარებზე გამეცინა))))
16:04 / 14-06-2021
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები