ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ნაწილი ახალ მერხებსა და სკამებს მიიღებს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 122 500 ახალი მერხისა და სკამის შეძენას გეგმავს, რაშიც 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
რის მიხედვით შეირჩა სკოლები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასე გვპასუხობს: "გავაკეთეთ ერთიანი ბაზა და სკოლებიდან წერილობით გამოვითხოვეთ ინფორმაცია მერხების საჭიროების შესახებ“.
ახალი მერხები და სკამები 1247 საჯარო სკოლას გადაეცემა.
სიახლეა პირელკლასელთათვისაც. მათ განახლებულ, გაძლიერებულ "ნეთბუქს“ გადასცემენ საჩუქრად. სამინისტროში ამბობენ, რომ გაორმაგდა მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეს.
თამარ იაკობაშვილი
ასევე იხილეთ: