"ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა თანაკლასელებთან ჩხუბი მოუვიდა და ძლიერად სცემეს" - გენიოსები, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ
"ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა თანაკლასელებთან ჩხუბი მოუვიდა და ძლიერად სცემეს" - გენიოსები, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ
იშვიათად მოიძებნება მშობელი, რომელსაც არ აქვს სურვილი, რომ მისი შვილი გამორჩეული და წარმატებული მოსწავლე იყოს სკოლაში, თუმცა ხშირად ბავშვები ვერ ახერხებენ საკუთარი უნარების გამოვლენას და უფროსებსაც კარგი აკადემიური მოსწრებით ვერ ანებივრებენ. უფრო მეტიც, ისტორიას ახსოვს არაერთი გამოჩენილი და სახელოვანი ადამიანი, რომელიც სკოლაში ცუდ ნიშნებზე სწავლობდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის მიეღწიათ წარმატებისთვის.
mshoblebi
ალბერტ ეინშტაინი - ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად.
მიუნხენის გიმნაზიის მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა მომავალ გენიოს ალბერტ
აინშტაინს, სულაც არ იყო მისი სწავლით აღფრთოვანებული. მართალია, ალბერტი წარმატებით ეუფლებოდა მათემატიკას და ლათინურს, მაგრამ სხვა საგნებში ძალიან იყო ჩამორჩენილი და სულაც არ განიცდიდა თურმე ამას. ის არამხოლოდ ცუდ ნიშნებს იღებდა სკოლაში, მასწავლებლებსაც კი ეკამათებოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აინშტაინს სიმწიფის ატესტატი ვერ აუღია და ვერც ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში ჩაუბარებია გამოცდები. მიუხედავდ იმისა, რომ მათემატიკა ბრწყინვალედ ჩააბარა, ბოტანიკას და ფრანგულს ვერაფერი მოუხერხა. მას  კიდევ ერთი წელი დასჭირდა  სკოლაში სიარული იმისათვის, რომ ატესტატი მიიღო და ამის მერე თავიდან სცადა ტექნიკურ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება. ამ ყველაფრის შემდეგ კი მოვიდა საყოველთაო აღიარება, რომელიც მას ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბებამ მოუტანა.  1921 წელს ალბერტ აინშტაინს მიენიჭა ნობელის
პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
mshoblebi
ისაკ ნიუტონი - კლასიკური ფიზიკის ერთ-ერთი მამათავარისთვის მათემატიკოსისთვის და ასტრონომისთვის, ისაკ ნიუტონისთვის სკოლაში სწავლის პერიოდი არ იყო ადვილი. ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბიჭი ვერ ახერხებდა მასწვლებლების გახარებას და საშუალო დონეზე სწავლობდა, თუმცა, როგორც აღნიშნავენ ძალიან ნიჭიერი იყო. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა თანაკლასელებთან ჩხუბი მოუვიდა და ძლიერად სცემეს. ნიუტოსნ აღარ სურდა თანატოლებისგან დამცირების ატანა და გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ის ძლიერია, არა ფიზიკურად, არამედ - ინტელექტუალურად. ის რული სერიოზულობით მოეკიდა მეცნიერებას და ძალიან დიდ დროს უთმოდა მათემატიკის შესწავლას. ისაკის მონდომებამ მალევე გამოიღო შედეგი და ის გახდა ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე კლასში. რამდენიმე წლის შემდეგ კი გახდა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი.
mshoblebi
კარლ ლინეი - შვედი ბუნებისმეტყველი, ბავშვობიდანვე იყო გატაცებული ბოტანიკით. ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო,როცა მცენარეებისა და მებაღეობის მოყვარულმა მამამ მისცა ცალკე სივრცე. პატარა კარლი ისე მოხიბლულა მცენარეების მოვლით, რომ სასკოლო დავალებების შესრულებაზე ხელი აუღია. მისი მასწავლებელი აღნიშნავდა, რომ ბიჭი ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ სწავლა არ სურდა და მის მომავალზე ძალიან დარდობდნენ, თუმცა კარლს გაუმართლა და ცხოვრების გზაზე ისეთ ადამიანი შეხვდა, რომელმაც დამოუკიდებლად მოამზადა იმისათვის, რომ უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა. იგი ცნობილი მეცნიერი გახდა, როგორც ფლორისა და ფაუნის კლასიფიკაციის ერთიანი სისტემის შემქნელი. მან შეცვალა თავის მასწავლებლის მიერ შემუშავებული მონაცემები ცელსიუსის სკალაზე, რომლის მიხედვითაც 100 გრადუსი ნიშნავდა გაყინვის წერტილს, ხოლო 0 - დუღილის წერტილს. ახლა კი კარლ ლინეის დამსახურებით ტემპერატურის გამოთვალა პირიქით ხდება.
785
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?