რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს კლასში და როდის შეგიძლიათ მოსთხოვოთ სკოლას კლასის გაყოფა - მშობლები

რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს კლასში და როდის შეგიძლიათ მოსთხოვოთ სკოლას კლასის გაყოფა

2019-09-03 10:49:18+04:00

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ბევრ მშობელს აინტერესებს, მაქსიმუმ რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს ერთ კლასში და როდის იქმნება პარალელური კლასები. ჩვენს კითხვებს ვაკე-საბურთალოს რესურსცენტრიდან პასუხობენ:

- კლასში მაქსიმუმ შეიძლება იყოს 25 მოსწავლე. მაგრამ, თუ კლასი შედგა 2014-2015 წლამდე მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება 29 იყოს. თუმცა სამინისტროსთან შეთანხმებით, მიწერით, რომ დამატებითი რაოდენობა გამოიყოს, თუ სკოლასა და კლასს აქვს საშუალება დაამატოს მერხი და სკამი, დამატება შეიძლება, მაგრამ უნდა იყოს არა უმეტეს 35 მოსწავლისა. 25 მოსწავლის შემთხვევაში კი 30 -ია მაქსიმუმი.

- მინიმუმ რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს ერთ კლასში?

- მინიმუმის ოდენობას ეროვნული სასწავლო გეგმა არ ითვალისწინებს. ერთი ბავშვიც რომ იყოს კლასში, ჩვეულებრივად წარიმართება სწავლის პროცესი.

- რა შემთხვევაში იყოფა კლასი?

- კლასის გაყოფა და პარალელის არსებობა დასაშვებია, თუ თითოეულ კლასში 15 მოსწავლე მაინცაა. თუ მინიმუმ 15 მოსწავლე რჩება ერთ კლასში, მაშინ შეიძლება კლასი გაიყოს. ამას წყვეტს სკოლის ადმინისტრაცია. გამონაკლისი აქაცაა. მაგალითად, თუ 28 მოსწავლეა და მაინც უნდა სკოლას რომ გაყოს, უნდა მიმართოს სამინისტროს და შემდეგ დაიშვება გამონაკლისი.

თამარ იაკობაშვილი