არდადეგების სრული ჩამონათვალი - რომელ დღეებში დაისვენებენ 2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში
 არდადეგების სრული ჩამონათვალი - რომელ დღეებში დაისვენებენ 2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში
ოფიციალურად, სასწავლო წლის დაწყების თარიღი 15 სექტემბერია, თუმცა თუ ეს დასვენების დღეს ემთხვევა, სწავლა მომდევნო სამუშაო დღეს დაიწყება. საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების თარიღად 15 ივნისია განსაზღვრული. იმ შემთხვევაში თუ 15 ივნისი დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წლის დასრულების თარიღად უნდა განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი.

სასწავლო წელი პირველკლასელთათვის 27 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება, გაზაფხულის არდადეგები კი 8 მარტიდან 14 მარტამდე იქნება.
სააღდგომოდ ბავშვები 17
აპრილიდან 20 აპრილამდე დაისვენებენ.

გარდა ამისა, ოფიციალური დასვენების დღეა 14 ოქტომბერი, სვეტიცხოვლობა და 23 ნოემბერი, გიორგობა. 
  • 19 იანვარი - ნათლისღება,
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
თამარ იაკობაშვილი

122476
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
გიორგი
2
იდიოტური სასწავლო პროცესი ბავშვებს აწამებენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ბოლოც არ ჩანს სწავლა უნდა იწყებოდეს 1 ოქტომბერტს და სრულდებოდეს 30 მაისს არდადაგები ყოველ 2 თვეში 10 დღე
10:54 / 20-02-2020
ნორმალური მშობელი :))
2
ამ კომენტარების გამოა რომ მოზარდები უბედურად გრძნობენ თავს. არ გივლიათ ხალხო სკოლაში? დღეს სკოლა რამე სასწავლო დაწესებულება კი არა, არამედ რაღაც დიდი, სტრესული პრობლემაა. თავად გაქვთ თვალები ასახელი!! ბავშვებსაც სჭირდებათ დასვენება
11:24 / 04-01-2020
5
რა შუაშია ახლა ეს კომენტარები ?? თქვენ რომ არ დამოძღვროთ ვერ წავლენ და კიდე კარგი უთხარით და თვალი აუხილეთ??
15:37 / 24-10-2019
irima
31
ვაი ეკლესიას ამოფარებულნო იარეთ სკოლაში სკოლასაც თუ სკოლა ჰქვია, ვაი რომ ყველაფერი წახდა სკოლაც და ცხოვრებაც ვაი ჩვენს პატრონს...
12:20 / 13-09-2019
iiiii
15
ტაძარში იარონ შაბათ-კვირას ხოლო სკოლას ნუ გააცდეენენ, ზოგიერთი ამოფარებულია ვითმდა ეკლესიას სინამდვილეში არც დადიან....
12:15 / 13-09-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი