ოფიციალურად, სასწავლო წლის დაწყების თარიღი 15 სექტემბერია, თუმცა თუ ეს დასვენების დღეს ემთხვევა, სწავლა მომდევნო სამუშაო დღეს დაიწყება. საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების თარიღად 15 ივნისია განსაზღვრული. იმ შემთხვევაში თუ 15 ივნისი დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წლის დასრულების თარიღად უნდა განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი.
სასწავლო წელი პირველკლასელთათვის 27 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება, გაზაფხულის არდადეგები კი 8 მარტიდან 14 მარტამდე იქნება.
სააღდგომოდ ბავშვები 17 აპრილიდან 20 აპრილამდე დაისვენებენ.
გარდა ამისა, ოფიციალური დასვენების დღეა 14 ოქტომბერი, სვეტიცხოვლობა და 23 ნოემბერი, გიორგობა. 19 იანვარი - ნათლისღება, 3 მარტი - დედის დღე 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თამარ იაკობაშვილი