საჯარო სკოლები, რომლებმაც წელს ყველაზე მეტი პირველკლასელი მიიღეს
საჯარო სკოლები, რომლებმაც წელს ყველაზე მეტი პირველკლასელი მიიღეს
2019-2020 სასწავლო წელს 54 774 პირველკლასელი შევიდა სკოლაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პირველკლასელთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2016-2017 სასწავლო წელს ფიქსირდება. იმ წელს 61 321 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.

წელს ყველაზე მეტი პირველკლასელი, 310 მოსწავლე, თბილისის 192-ე საჯარო სკოლაში მივიდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, Mshoblebi.ge გთავაზობთ იმ სკოლების ათეულს, რომლებშიც 2019-2020 სასწავლო წელს მშობლებმა ყველაზე მეტი პირველკლასელი შეიყვანეს:
  • თბილისის №192-ე საჯარო სკოლა - 310 პირველკლასელი. სულ სკოლაში 2024 მოსწავლეა.
  • ვახტანგ გზირიშვილის
    სახელობის ქალაქ თბილისის №173-ე საჯარო სკოლა - 232 პირველკლასელი. სულ სკოლაში 2234 მოსწავლეა.
  • თბილისის №161-ე საჯარო სკოლა - 218 პირველკლასელი. სულ სკოლაში 2702 მოსწავლეა.
  • ქალაქ თბილისის №177-ე საჯარო სკოლა - 208 პირველკლასელი. სულ სკოლაში 2520 მოსწავლეა.
  • თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა - 206 პირველკლასელი. სკოლაში სულ 2553 მოსწავლეა.
  • ქალაქ ბათუმის № 6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა - 195 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1308 მოსწავლეა.
  • ბათუმის №8 საჯარო სკოლა - 191-ე პირველკლასელი. სულ სკოლაში 1921 მოსწავლეა.
  • თბილისის კლასიკური გიმნაზია - 181-ე პირველკლასელი. სულ სკოლაში 2228 მოსწავლეა.
  • ბათუმის №10 საჯარო სკოლა - 180 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1498 მოსწავლეა.
  • ბათუმის №9 საჯარო სკოლა - 179 პირველკლასელი. სულ სკოლაში
    1625 მოსწავლეა.

2014-2015 სასწავლო წელს 48 439 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში
  • 2015-2016 სასწავლო წელს - 48 177 პირველკლასელმა
  • 2016-2017 სასწავლო წელს - 61 321 პირველკლასელმა
  • 2017-2018 სასწავლო წელს - 57 168 პირველკლასელმა
  • 2018-2019 სასწავლო წელს - 56 853 პირველკლასელმა
  • 2019-2020 სასწავლო წელს - 54 774 პირველკლასელმა
თამარ იაკობაშვილი

980
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი