2019-2020 სასწავლო წელს 54 774 პირველკლასელი შევიდა სკოლაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პირველკლასელთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2016-2017 სასწავლო წელს ფიქსირდება. იმ წელს 61 321 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.
წელს ყველაზე მეტი პირველკლასელი, 310 მოსწავლე, თბილისის 192-ე საჯარო სკოლაში მივიდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, Mshoblebi.ge გთავაზობთ იმ სკოლების ათეულს, რომლებშიც 2019-2020 სასწავლო წელს მშობლებმა ყველაზე მეტი პირველკლასელი შეიყვანეს: თბილისის №192-ე საჯარო სკოლა - 310 პირველკლასელი. სულ სკოლაში 2024 მოსწავლეა. ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173-ე საჯარო სკოლა - 232 პირველკლასელი. სულ სკოლაში 2234 მოსწავლეა. თბილისის №161-ე საჯარო სკოლა - 218 პირველკლასელი. სულ სკოლაში 2702 მოსწავლეა. ქალაქ თბილისის №177-ე საჯარო სკოლა - 208 პირველკლასელი. სულ სკოლაში 2520 მოსწავლეა. თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა - 206 პირველკლასელი. სკოლაში სულ 2553 მოსწავლეა. ქალაქ ბათუმის № 6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა - 195 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1308 მოსწავლეა. ბათუმის №8 საჯარო სკოლა - 191-ე პირველკლასელი. სულ სკოლაში 1921 მოსწავლეა. თბილისის კლასიკური გიმნაზია - 181-ე პირველკლასელი. სულ სკოლაში 2228 მოსწავლეა. ბათუმის №10 საჯარო სკოლა - 180 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1498 მოსწავლეა. ბათუმის №9 საჯარო სკოლა - 179 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1625 მოსწავლეა.
2014-2015 სასწავლო წელს 48 439 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში
2015-2016 სასწავლო წელს - 48 177 პირველკლასელმა 2016-2017 სასწავლო წელს - 61 321 პირველკლასელმა 2017-2018 სასწავლო წელს - 57 168 პირველკლასელმა 2018-2019 სასწავლო წელს - 56 853 პირველკლასელმა 2019-2020 სასწავლო წელს - 54 774 პირველკლასელმა თამარ იაკობაშვილი