სკოლები, სადაც არც ერთი პირველკლასელი არ მისულა და სკოლები, სადაც მოსწავლეები აღარ ჰყავთ
სკოლები, სადაც არც ერთი პირველკლასელი არ მისულა და სკოლები, სადაც მოსწავლეები აღარ ჰყავთ
2019-2020 სასწავლო წელს 108 საჯარო სკოლას პირველი კლასი არ მიუღია. არიან სკოლები, რომლებსაც მოსწავლეები საერთოდ აღარ ჰყავთ. ასეთია, მაგალითად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენას საჯარო სკოლა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევის საჯარონ სკოლა და თბილისის №220 საჯარო სკოლა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, საქართველოში შვიდი სკოლაა, სადაც მხოლოდ ერთი ან ორი ბავშვი სწავლობს. ეს სკოლებია:
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლა. სკოლაში 2 მოსწავლეა. პირველ კლასში კი არც ერთი მოსწავლე არ მისულა. მხოლოდ ერთი მოსწავლეა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლაში. პირველი კლასი არც ამ სკოლაში გახსნილა. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურების საჯარო სკოლშიც 1 მოსწავლეა დარჩენილი. იგივე სიტუაციაა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლაში. აღნიშნულ სკოლებში პირველკლასელები არ მისულან. 1 მოსწავლეა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამანევის საჯარო სკოლასა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმის საჯარო სკოლაში. მხოლოდ 2 მოსწავლეა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღკულის საჯარო სკოლაში.

გარდა ამისა, 67 საჯარო სკოლაში 10-ზე ნაკლები მოსწავლეა. მოსწავლეთა სიმცირეს განიცდის ძირითადად, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის სოფლის სკოლები.

თამარ იაკობაშვილი

altრომელი

სკოლებია წელს ყველაზე მოთხოვნადი - განათლების სამინისტროს მონაცემები

alt15 ყველაზე მოთხოვნადი სკოლა საქართველოში - მშობლებს ყველაზე მეტად შვილის შეყვანა ამ სკოლებში სურთ


777
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი