რუსთავის სკოლის მეექვსეკლასელი გოგონას დედა ამტკიცებს, რომ მუსიკის მასწავლებელმა მის შვილს თავში წიგნი ჩაარტყა
რუსთავის სკოლის მეექვსეკლასელი გოგონას დედა ამტკიცებს, რომ მუსიკის მასწავლებელმა მის შვილს თავში წიგნი ჩაარტყა
რუსთავის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების ნაწილი, შვილების სკოლაში გაშვებაზე ისევ კატეგორიულ უარს აცხადებს.

მათი განცხადებით, ბავშვებს სკოლაში მანამდე არ გაუშვებენ, სანამ მე-6 კლასელ გოგონას, რომელსაც მოსწავლეების, ასევე მუსიკის მასწავლებლის ფიზიკურ შეურაცყოფასა და ბულინგში სდებენ ბრალს, დირექცია სკოლიდან არ გარიცხავს.

მშობლების თქმით, გოგონა სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას თანაკლასელებს და თანასკოლელებს, რამდენიმე დღის წინ კი კიბეზე მიმავალ მუსიკის მასწავლებელს ხელი ჰკრა და დააგორა. მშობლების ნაწილი დილით, სკოლასთან შეიკრიბა და მე-6 კლასელი გოგონას
გარიცხვას ითხოვდა. ისინი, გოგონას დედას, რომელიც შვილის მხრიდან მასწავლებლის ან მოსწავლეების ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მე-6 კლასელის დედა ირწმუნება, რომ პირიქით, მაისში მის შვილს მიაყენა პედაგოგმა ფიზიკური შეურაცხყოფა და წიგნი ჩაარტყა თავში.

ბავშვის მიმართ რაიმე შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფს მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი, რომელიც კლინიკა "რუსთავშია" მოთავსებული.

ექიმების განცხადებით, მას ტვინის შერყევა აქვს და წელის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება.

alt"სახლში სასწრაფოსაც მიგზავნიდა. ამ თვეში სამჯერ გამომიძახა სასწრაფო..." - რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის ახალი დეტალები


454
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი