მასწავლებელთა ხელფასები გარკვეული კატეგორიების მიხედვით დაიყოფა, ანუ რანჟირებული იქნება 1 იანვრიდან პედაგოგთა ხელფასის ზრდა იგეგმება. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პედაგოგთა სახელფასო ზრდა დაკავშირებულია ახალი სქემის ამოქმედებასთან. მისივე თქმით, სქემა ამოქმედდება კანონში ცვლილებების განხორციელებისთანავე, რის შემდეგადაც დაიწყება სქემის დანერგვა, 2015 წლიდან ეტაპობრივად მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, რაც 2016-2017 წლებშიც გაგრძელდება.
ამასთან, მასწავლებელთა ხელფასები გარკვეული კატეგორიების მიხედვით დაიყოფა, ანუ რანჟირებული იქნება.
"ხელფასები იქნება რანჟირებული. გარკვეული მატება იქნება საბაზო ხელფასშიც, მაგრამ, ძირითადად, მატება განისაზღვრება რანჟირებულად კატეგორიების მიხედვით. ნოემბრის თვეში ზუსტად გვეცოდინება იმ დამატებითი რესურსის შესახებ, რომელიც მიემართება მასწავლებლის ხელფასში. როგორც კი დასრულდება კანონპროექტზე მსჯელობა და კანონში განისაზღვრება ცვლილებები, ჩვენ შევძლებთ ერთდროულად დავიწყოთ 2015 წელს სქემის ამოქმედება და განვახორციელოთ ის სახელფასო ცვლილებები, რომელსაც სქემის ფარგლებში ვგეგმავთ. ეს იქნება ნაწილობრივ საბაზო ხელფასის ზრდა, თუმცა ხელფასები ასევე გვინდა იყოს რანჟირებული, რათა გაიზარდოს მოტივაცია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ინტერპრესნიუსი