"ეს უკვე მესამე ხანძარია სკოლისთვის... უცებ ჩაიფერფლაო შენობა" - შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი დაიწვა
"ეს უკვე მესამე ხანძარია სკოლისთვის... უცებ ჩაიფერფლაო შენობა" - შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი დაიწვა
შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს. სკოლაში რვა მოსწავლე სწავლობდა.

სკოლის დირექტორი მაყვალა დაიაური ამბობს, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ჰესი ავარიულ მდგომარეობაშია, გაჩერებულია და მთელი კვირების განმავლობაში ელექტროენერგია არ მოგვეწოდებოდა. სარემონტო სამუშაოებს ატარებენ და დღეს, როგორც ჩანს, ჩართეს, რის შედეგადაც ქსელში ძაბვამ მოიმატა. ცეცხლი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა და ხის შენობას მოედო. რა გვეშველება, არ ვიცი“, – ამბობს reginfo-სთან სკოლის დირექტორი.

შატილის სკოლა-პანსიონი 2005
წელს აშენდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს უკვე მესამე ხანძარია სკოლისთვის. "არადა, ცოტა ხნის წინ გარემონტდა. ახლა ვესაუბრე მიხა ექიმს, მიხეილ ჭინჭარაულს: ასე 3 საათზე გაჩნდა ხანძარი და უცებ ჩაიფერფლაო შენობა... ვარაუდობენ, რომ მოკლე ჩართვა მოხდა. საბედნიეროდ, გაკვეთილები დამთავრებული იყო, შენობაში შიგნით არავინ იყო და არავინ დაზარალებულა. შატილის სკოლა ხანძრის შემდეგ 2007 წელს გაიხსნა და წელს გარემონტდა" - წერს ჟურნალისტი თინათინ მოსიაშვილი.

შატილის სკოლა-პანსიონი ერთადერთი სკოლა იყო პირიქითა ხევსურეთში და ხეობის რამდენიმე სოფლის ბავშვებს ემსახურებოდა. ამ შენობის მეორე სართულზე ფუნქციონირებდა პანსიონი, სადაც მიღმახეველი ბავშვები შაბათ-კვირამდე რჩებოდნენ.
1074
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მაია
0
ნეტა ხის სახლი სკოლის შენობისთვის გამოსადეგად ვინ ჩათვალა, სირცხვილი არ არის?
12:27 / 18-10-2019
zviadi
0
ლარიანი კაბელით და 3 ლარიანი ავტომატით გაკეთებული ელექტროობა კაი საქმეს რომ არ აიზამს, ყველამ უნდა იცოდეს, დროა ხარისხს მიექცეს ყურადთება და არა ფასს
12:27 / 18-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?