მასწავლებლების ასისტენტებად სტუდენტები დასაქმდებიან - განათლების სამინისტრო სტაჟირების ახალ პროგრამას იწყებს
მასწავლებლების ასისტენტებად სტუდენტები დასაქმდებიან - განათლების სამინისტრო სტაჟირების ახალ პროგრამას იწყებს
სტუ­დენ­ტებს მას­წავ­ლებ­ლის ასის­ტენ­ტად მუ­შა­ო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ. შე­სა­ბა­მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­რი­ამ ჯაშ­მა გა­ნუ­ცხა­და, სკო­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლის ასის­ტენ­ტის პრაქ­ტი­კა 2020-2021 სას­წავ­ლო წლი­დან და­ი­ნერ­გე­ბა.

ჯა­შის გან­მარ­ტე­ბით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენტს სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე წა­რედ­გი­ნე­ბა.

დე­პუ­ტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინი­ცი­ტი­ვის მი­ხედ­ვით, სტა­ჟი­რე­ბა 2 წლი­ა­ნი იქ­ნე­ბა და მსურ­ვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბას არ მი­ი­ღე­ბენ.

„ეს არის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც უაღ­რე­სად და­ეხ­მა­რე­ბა ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, რომ ახალ­გაზ­რდა, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ გა­ნათ­ლე­ბის
სის­ტე­მა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის და­წყე­ბით. ჩვენ სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის ბო­ლომ­დე, იმე­დი მაქვს, რომ და­ვა­რე­გის­ტრი­რებთ ამ ინი­ცა­ი­ტი­ვას და მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლის­თვის ის უკვე იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ჯაშ­მა.

მი­სი­ვე თქმით, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ხა­ზით, მას­წავ­ლებ­ლის ასის­ტენ­ტო­ბა ბა­კა­ლავ­რი­ან­ტის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტებს და კურსთამ­თავ­რე­ბუ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ.

„მათ მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­წყი­სებ­ზე ანუ სტა­ჟი­რე­ბის ფორ­მით და­ი­წყონ მუ­შა­ო­ბა მას­წავ­ლებ­ლის ასის­ტენ­ტე­ბად და ასე­ვე მათ მი­ე­ცე­მათ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში უკვე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი. დღეს სჯა­რო სამ­სა­ხურ­ში თუ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რებ­ში პირ­ვე­ლა­დი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა კა­რი­ე­რის გზა­ზე არის გარ­თუ­ლე­ბულ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ახალ­გაზ­რდა კად­რებს მი­ე­ცე­მათ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოცდ­ლე­ბის და­გორ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რია ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე სტა­ჟი­რე­ბა­ზე ანუ სტა­ჟი­რე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბად ჩა­ეთ­ვლე­ბათ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. ვფიქ­რობ, 2 წლამ­დე იყოს სტა­ჟი­რე­ბა.
ფი­ზი­კუ­რად დღეს არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ვი­ფიქ­როთ ანა­ზღა­უ­რე­ბად სტა­ჟი­რე­ბა­ზე. ვფიქ­რობ, რომ 2020-2021 სას­წავ­ლო წლი­დან შევ­ლენ სკო­ლა­ში. მას­წავ­ლებ­ლის ასის­ტენტს ექ­ნე­ბა თა­ვი­სი უფ­ლე­ბა -მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­ი­წე­რე­ბა კა­ნონ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ჯაშ­მა.
257
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?