პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი დაწყებულია და როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, 2022 წლამდე გაგრძელდება. ამ მომენტისთვის უფროსი მასწავლებელის ხელფასი 1011 ლარი, წამყვანი მასწავლებლებლის - 1435 ლარი, ხოლო მენტორი მასწავლებლის - 1745 ლარია.
გაზრდილი ხელფასი 30 000-მა მასწავლებელმა მიიღო. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს.
პედაგოგთა ანაზღაურების ზრდას საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა, თუმცა ადამიანები ინტერესდებიან იმით, თუ რამდენად იზრდება სკოლებში სწავლების ხარისხი მასწავლებლის ხელფასის ზრდის პარალელურად.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "ფეისბუქ" გვერდზე ბევრმა გამოთქვა პროტესტი სკოლებში სწავლების დაბალი ხარისხის გამო. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
George Kvikvinia: ვწეროთ და ვწეროთ მატრიცები (fake), გაკვეთილებზე ვიჭორაოთ, 80%-მა მოსწავლეებისა ჩააბარონ გამოცდები 18 ქულაზე (უადვილესი გამოცდის) და ვიბედნიეროთ, რადგან აწმყო არ გვწყალობს, მაგრამ მომავალი ჩვენია! და ამდენ ბავშვს რატომ ყავს რეპეტიტორი? ეჰ, რატომ ვიბრმავებთ თავს?! სკოლებში კრახია, არაფერი ბავშვისთვის კეთდება და 80 ლარიანი თუ 100 ლარიანი (არ ვიცი რა მოუმატეს) ხელფასის ზრდის გამო ხოტბას ვასხავთ მთავრობას! (ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ბოლოს როდის შეამოწმეთ? პ.ს. მზად ვარ კრიტიკის მისაღებად თუ მეტყვით, რომ ვცდები! Nanuli Basharuli: გაცხოველებული....ვაჭრობა კი არა...მეტი მუშაობა მოგვეთხოვება...კოლეგებო... სწავლების ხარისხი...ხარისხი....მოსწავლეთა გამოცდები არ უნდა გაუქმებულიყო.... Russa Asspanidze: მასწავლებლები ბავშვებთან მოქცევის უნარს უნდა იზრდიდნენ და გადმოცემის უნარს. ჩვენს სკოლაში იმდენი მასწავლებელია გამოცდა რომ ჩააბარეს, მაგრამ ტყუილად, ბავშვებთან ურთიერთობა აკლიათ. Nino Chakvetadze: იმედია, მასწავლებელი მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს და მოსწავლე იძულებული არ იქნება რეპეტიტორთან ირბინოს.
mshoblebi.ge მოსწავლეთა მშობლებს ესაუბრა და დაინტერესდა, აძლევს თუ არა სკოლა მოსწავლეს ისეთ განათლებას, რომ რეპეტიტორი აღარ დასჭირდეს და ეროვნული გამოცდები სკოლაში მიღებული ცდონით ჩააბაროს.
მარინა მაცაბერიძე: ჩემი შვილი ჯერ მეთერთმეტე კლასშია და მხოლოდ უცხო ენაში ემზადება. მომდევნო წელს ვაპირებთ სხვა საგნებშიც ავიყვანოთ რეპეტიტორი, აბიტურიენტი იქნება და ცხადია, დაგვჭირდება მასწავლებელი. ინგლისურში მეხუთე კლასიდან ემზადება. რას ლაპარაკობთ, სკოლაში დისციპლინა არ არის, მით უმეტეს ამ ასაკის ბავშვებთან, იქ მასწავლებელმა რა უნდა ასწავლოს?! ჩემი შვილი ისეთებს ყვება ხოლმე, აღარ მაქვს უკვე პრეტენზია არაფერზე, რა სწავლების ხარისხზე ვლაპარაკობთ საერთოდ.
მაგდა აბესაძე: სკოლის მოსწავლე ორი გოგონა მყავს, მეცხრე და მეხუთე კლასელები. ინგლისურში ორივეს ვამზადებ. განსაკუთრებული პრობლემა მქონდა უმცროსი შვილის შემთხვევში. ვერ იგებდა ინგლისურს. თავიდანვე, როცა სწავლა დაიწყო, ვერ აითვისა მარტივად წერა და კითხვა. ხომ შეეძლო მასწავლებელს ცოტა უფრო მეტი ყურადღება მიექცია?! აი, მოდი, ვნახოთ რა გიჭირს, რატომ ვერ სწავლობ, უფრო მეტად დაინტერესებულიყო პრობლემით, ამის ნაცვლად ჩემთან ლანძღავდა და უნიჭოს ეძახდა. დაბალ ქულას რომ იღებდა, ბავშვი ძალიან განიცდიდა და სტრესში იყო, ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს ფინანსურად, მასწავლებელთან დავიწყეთ სიარული. სამწუხაროდ, მე არ ვიცი ინგლისური. აღმოჩნდა, რომ ბავშვი არც ისეთი უნიჭო ყოფილა. სხვა საგანში ჯერჯერობით არ ვამზადებ არც ერთს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სწავლების ხარისხით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მათემატიკა გვიჭირს. ინგლისური ამოვქაჩეთ. სამომავლოდ მათემატიკაშიც უნდა მოვამზადო ორივე.
მარიამ სირბილაძე: მეშვიდე კლასში მყავს შვილი, არ ვამზადებ არაფერში ჯერჯერობით. სახლში ხან მე ვეხმარები, ხან მამა და რაღაცნაირად ვართმევთ თავს, თუმცა გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომდევნო წელს დავიწყოთ მომზადება ინგლისურსა და მათემატიკაში, სხვანაირად არ გამოვა. უკვე ვატყობ, რომ უჭირს ამ საგნებში. არანაირი ხარისხი არ იზრდება სკოლაში. მასწავლებლები გადართულები არიან ბავშვების დამშვიდებაზე და ვერ ახერხებენ მათთვის ცოდნის გაზიარებას. არ შეიძლება რამე ტრენინგი ჩაუტარდეთ, როგორ მართონ გაკვეთილი? რა ცოდნაც უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, თუ მას დისციპლინა არ აქვს, ვერაფერს მიაღწევს, ასე რომ, არც ველოდები, რომ რაიმე შეიცვლება. სამწუხაროდ, მშობლებს ისევ ფულის გადახდა მოგვიწევს. პედაგოგებს ხელფასები ეზრდებათ და ეს ცალსახად, კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, სწავლების მხრივ, სკოლებში არაფერი იცვლება
ლანა ნასარიძე: როგორ უნდა აიწიოს სკოლებში სწავლის ხარისხმა?! ნახეთ, რა ხდება - მისცემენ ბავშვებს რაღაც პროექტებს, ეს ვინ მოიგონა საერთოდ? ეს რისთვისაა, ვის სჭირდება?! დაავალებენ ექვს ბავშვს ამ პროექტის გაკეთებას და მერე ვაკეთებთ ჩვენ, მშობლები. მეოთხეკლასელმა ბავშვმა რა პროექტი უნდა გააკეთოს?! საოცარო მოთხოვნები აქვთ თან, დავრბივართ ეს მშობლები, ხან რას ვაპრინტერებთ და ხან რას, ასწავლე რა ბავშვს ის, რაც მის ასაკს შეესაბამება. რომ ხედავ, მათემატიკა უჭირს, იმას კი ნუ მოსთხოვ, რომ გამოჩენილ მათემატიკოსებზე მოამზადოს პროექტი, ანგარიშის სწავლაში დაეხმარე და ფორმულები ისე აუხსენი, რომ რაღაც გაიგოს. რა ვქნა, ჯერ ვერ ვამზადებ, მაგრამ მომდევნო წლიდან უნდა დავიწყოთ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
თამარ ტაბუცაძე: მეცხრე კლასელი მოსწავლის დედა ვარ. მე რ ვიცი, როგორ უნდა მიიღოს ბავშვმა ცოდნა. ეს მასწავლებლები გამუდმებით რაღაც ტრენინგებს ესწრებიან, ყოველ გაკვეთილზე სწავლების ახალი მეთოდი შემოაქვთ. ჯერ თვითონ ვერ ჩამოყალიბდნენ რა და როგორ ასწავლონ. გადის ამასობაში დრო და ბავშვი რჩება ისე, არეული, არ იცის რომელი საგანი მოსწონს, არ აქვს ინტერესის სფერო. კარგია რომ ტრენინგებს გადიან კვალიფიკაციას იმაღლებენ და ხელფასიც ეზრდებათ, მივესალმები ამას, მაგრამ სკოლაში სწავლების ხარისხი ვერ უძლებს კრიტიკას. მე თუ ისევ მასწავლებლები ავიყვანე, რატომ დავდივარ საერთოდ სკოლაში? რატომ ვკარგავ დროს? ის დრო, რასაც ჩემი შვილი სკოლაში ატარებს, დაკარგულია და ნუ მეტყვით ახლა რომ მთავარია ბავშვს სწავლა უნდოდეს, არ არის ასე. თავზე რომ ასხედან ბავშვები მასწავლებელს, კლასის აყვანა რომ არ შეუძლია პედაგოგს, იაროს ტრენინგებზე და იყოს".