იაპონიაში დაწყებითების მოსწავლეებს არა საგნებს, არამედ ზრდილობას ასწავლიან – იაპონური განათლების სისტემის წარმატების საიდუმლო
იაპონიაში დაწყებითების მოსწავლეებს არა საგნებს, არამედ ზრდილობას ასწავლიან – იაპონური განათლების სისტემის წარმატების საიდუმლო

იაპონელები მსოფლიოში ცნობილები არიან განსაკუთრებული ინტელექტით, გამოირჩევიან ზრდილობით და არიან ბედნიერები. ყოველივეს თავისი მიზეზები და ლოგიკური ახსნა აქვს. განათლების სისტემის სპეციალისტები ამბობენ, რომ იაპონელი ადამიანის წარმატების საიდუმლო სწორედ იაპონური განათლების სისტემაა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან.

ვნახოთ,როგორ ასწავლიან სკოლაში იაპონელ პატარებს და როგორ უწყობენ ხელს მის განვითარებას.

1. სასკოლო დისციპლინების სწავლამდე, მოსწავლეებს სწორად მოქცევას ასწავლიან

იაპონელი ბავშვები არანაირ გამოცდას არ აბარებენ მეოთხე კლასამდე. მეოთხე კლასშიც ძალიან მარტივი ტესტი უტარდებათ. მიაჩნიათ, რომ
პირველი სამი კლასის მიზანი არ არის ბავშვის ცოდნის გამოცდა, მისი მიზანია მოსწავლემ ისწავლოს კარგი მანერები და ჩამოუყალიბდეს ხასიათი. მეოთხე კლასამდე მოსწავლეებს სკოლაში ასწავლიან ადამიანებისადმი, ცხოველებისა და ბუნებისადმი პატივისცემას. ისინი აგრეთვე სწავლობენ, რომ იყონ გულუხვები, ასწავლიან თანაგრძნობის გამოჩენას. ამასთანავე მოზარდები სწავლობენ სამართლიანობას და თვითკონტროლს.

mshoblebi

2. აკადემიური წელი პირველ აპრილს იწყება

მაშინ, როცა მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში სკოლები და უნივერსიტეტები სწავლას სექტემბერში, ან ოქტომბერში იწყებენ, იაპონიაში სწავლის დაწყების თარიღი პირველი აპრილია. სკოლის დაწყების პერიოდი წელიწადის ულამაზეს პერიოდს, ალუბლის ყვავილობას ემთხვევა. აკადემიური სასწავლო წელი სამ ტრიმესტრად იყოფა: 1 აპრილი– 20 ივლისი, 1 სექტემბერი – 26 დეკემბერი და 7 იანვარი – 25 მარტი. იაპონელი მოსწავლეები ზაფხულში 6 კვირის განმავლობაში
ისვენებენ და ასევე აქვთ ორ კვირიანი არდადეგები – ზამთარში და გაზაფხულზე.

mshoblebi

3. იაპონიაში სკოლების დიდ ნაწილს არ ჰყავთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები – მოსწავლეები თავად ალაგებენ.

მოსწავლეები თავად ალაგებენ საკლასო ოთახებს, კაფეტერიას და საპირფარეშოებსაც კი. დასუფთავების დროს მოსწავლეებს პატარა ჯგუფებად ყოფენ და სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა დავალებას აძლევენ. იაპონლებს სჯერათ, რომ ასე მოზარდებს გუნდურად მუშაობას და ერთმანეთისთვის დახმარების გაწევას ასწავლიან.

mshoblebi

4. სკოლებში არის სტანდარტული კვების რაციონი ლანჩისთვის და მოსწავლეები საკლასო ოთახში მიირთმევენ.

იაპონიის განათლების სისტემაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ჯანსაღად კვებას. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოზარდმა ჭამოს ჯანსაღად და მიიღოს დაბალანსებული საკვები. საჯარო სკოლებში მენიუს ადგენენ სპეციალურად მიწვეული შეფები ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად. მოსწავლეები მიირთმევენ საკლასო ოთახში მასწავლებელთან ერთად. ეს კი ეხმარება მასწავლებელსა და მოსწავლეს პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

mshoblebi

5. იაპონიაში პოპულარულია სკოლის შემდგომი მეცადინეობები


სკოლის შემდეგ მოსწავლეთა უმეტესობა ესწრება მოსამზადებელ გაკვეთილებს. ასეთი კლასგარეშე მეცადინეობები ტარდება საღამოს. აღსანიშნავია, რომ ეს გაკვეთილები მოსწავლეებს არდადეგების პერიოდშიც და შაბათ–კვირასაც უტარდებათ. როგორც წესი, ეცნობიან სხვადასხვა კლასგარეშე ლიტერატურას.

6. ტრადიციული საგნების გარდა იაპონელი ბავშვები ცალკე საგნად სწავლობენ კალიგრაფიასა და პოეზიას

მოსწავლეებს ასწავლიან ბამბუკის ფუნჯითა და მელნის გამოყენებით წერას. იეროგლიფების დასაწერად კი, ისინი ბრინჯის ქაღალდს იყენებენ. იაპონელებისთვის ყოველივე ხელოვნებაა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. ბავშვებს აწერინებენ სხვადასხვა პოეტურ გამონათქვამებს და თვლიან, რომ ასე მოსწავლეები უფრო მარტივად იმახსოვრებენ და შეიმეცნებენ ბრძნულ აზრებს.

mshoblebi

7. თითქმის ყველა მოსწავლე სასკოლო ფორმას ატარებს

თითქმის ყველა სკოლა მოითხოვს, რომ მოსწავლეს სპეციალური ფორმა ეცვას. იაპონელები მიიჩნევენ, რომ როცა ყველა მოსწავლეს ერთნაირად აცვია, ამით მათ შორის სოციალური ბარიერები აღარ არსებობს და უფრო მეტად არიან მომართულნი სწავლისკენ.

mshoblebi

8. იაპონელი მოსწავლეები არასოდეს აცდენენ სკოლას. დასწრების მაჩვენებელი 99.99%–ია.

ამ მონაცემებით იაპონია მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

mshoblebi

9. გამოცდა, რომელიც წყვეტს მოსწავლის მომავალს.

საშუალო სკოლის დასრულებისას, იაპონელი მოსწავლეები აბარებენ ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს, რომელიც მათ მომავალს წყვეტს. მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი კოლეჯი, სადაც სწავლის გაგრძელება სურს, კოლეჯი კი თავად აწესებს იმას, თუ რამდენი ქულის მქონე სტუდენტს მიიღებს. კონკურენცია ძალიან დიდია.

mshoblebi

10. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი იაპონელის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდად მიიჩნევა

იაპონელებისთვის სკოლაში სწავლის პერიოდი უფრო მძიმეა, ამიტომაც ამბობენ, რომ უნივერსიტეტში სწავლა – ეს დასვენებაა მძიმე შრომის შემდეგ.

mshoblebi
22043
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნესტანი
0
საინტერესოა. აქ ვერაფერს მივაღწიეთ, მიბაძვაშიც არ ვართ ნიჭიერები, სხვა რამეზე ზედმეტია საუბარი. ზრდილობა არასდროს არ ი სწავლება არცერთ საფეხურზე.
20:21 / 22-11-2019
ნაზიბროლა პირველი
2
მაჯარია იაპონური სწავლება!
10:03 / 22-11-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?