ცვლილება შეეხება ისტორიის ტესტს. კონკრეტულად კი:
გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება.
საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება:
- 1.„ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“
- 2. „ისტორიული მოვლენის შეფასება“.
რას გულისხმობს ორი სხვა
naec.ge-ს ცნობით, აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.
რას გულისხმობს „ისტორიული მოვლენის შეფასება“ ?
აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი - შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.
იხილეთ ნიმუში
ცვლილებაა მათემატიკს ტესტშიც:
აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
იხილეთ ნიმუში
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს უცხოური ენების ტესტის ერთ-ერთი დავალების აპრობაცია. შედეგების დ
ცვლილება შეეხო სხვადასხვა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარსაც:
აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.