ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეო ანთაძე ქალაქ ფოთის მე-6 საჯაროს სკოლას სტუმრობდა.
მოსწავლეებთან შეხვედრისას 87 წლის მსახიობმა ანა კალანდაძის ლექსი ''საქართველოო ლამაზო'' ძალიან ემოციურად წაიკითხა და მსმენელების მქუხარე აპლოდისმენტებმაც არ დააყოვნა.