ქართველი მოსწავლეების შედეგები გაუარესდა - PISA-ს კვლევა
ქართველი მოსწავლეების შედეგები გაუარესდა - PISA-ს კვლევა
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო წიგნიერების ნაწილში 380-ე ადგილს იკავებს, საბუნებისმეტყველოში 283-ე, ხოლო მათემატიკაში 398-ე ადგილს. 2015 წლის კვლევასთან შედარებით, საქართველოს ოდნავ გაუარესებული შედეგები აქვს, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში მათემატიკაში შედეგები მცირედით გაუმჯობესდა.

განსხვავება სქესის მიხედვითაცაა. გოგონები მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და კითხვაში უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ბიჭები. კვლევა 15 წლის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებში ჩატარდა.

PISA-ს კვლევა 2000 წლიდან ყოველ
სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ამოწმებს მოსწავლეების ცოდნის დონეს კითხვაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში. საქართველო და შესაბამისად, ქართველი მოსწავლეები, 2009 წლიდან იღებენ მონაწილეობას.

2015 წლის კვლევის მიხედვით, ქართველ მოსწავლეებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზისო ცოდნაც არ ჰქონდათ. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, შედეგები კვლავ გაუარესდა. ქართველ მოსწავლეებს ყველაზე ცუდი შედეგი წიგნიერების ნაწილში აქვთ.

324
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი