"რეპეტიტორებთან რომ დადიან მე-2-მე-3 კლასის მოსწავლეები, ნამდვილად პრობლემაა" - გარდაბნელი პედაგოგი განათლების სისტემის პრობლემებზე
"რეპეტიტორებთან რომ დადიან მე-2-მე-3 კლასის მოსწავლეები, ნამდვილად პრობლემაა" - გარდაბნელი პედაგოგი განათლების სისტემის პრობლემებზე
სოციალურ ქსელში გარდაბნის N1 საჯარო სკოლის პედაგოგის, ლია თავაძის წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 15 წელის სტაჟის მქონე მასწავლებელი თანამედროვე განათლების სისტემების პრობლემებზე ღიად საუბრობს. ახლა ხელოვნებას ასწავლის და როგორც თავად ამბობს, ბევრი რამ არ მოსწონს თანამედროვე განათლების სისტემაში. საკუთარი ხედვა მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და განათლების სფეროში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც შესთავაზა. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენი განათლების სისტემა არამცთუ ვერ იძლევა სრულყოფილ განათლებას, არამედ ჯანდაცვის სისტემასთან ერთად მიზანმიმართულად აზიანებს მოზარდთა ჯანმრთელობასაც.

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ერის ცხოვრებაში პედაგოგი იყო. ასე ვფიქრობ ახლაც, მაგრამ რასაც
დღეს ვუყურებ, სრული კატასტროფაა: მასწავლებელი არის უუფლებო, ღირსებაშელახული, ეგზისტენციალური არსება, რომელიც ამ მდგომარეობამდე ჯერ საბჭოთა იდეოლოგიამ მიიყვანა, ხოლო შემდგომ პოსტსაბჭოთა, ვითომ ეროვნულმა მთავრობებმა მიზანმიმართულად, დამანგრეველი პოლიტიკით.
დღეს თითქოს " გამოფხიზლდა" განათლების სამინისტრო და სურს რეფორმები. ძალიან მინდა ამის დაჯერება და ამიტომ ვეცდები ჩემი სკოლაში თხუთმეტწლიანი მუშაობისა და დაკვირვების შედეგები, როგორც პედაგოგმა და როგორც ყოფილმა ექიმმა, ძალიან მოკლედ მივაწოდო მას. დავიწყოთ იმით, რომ:
  • სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული იდეოლოგია;
  • შემუშავდა ე.წ. "ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ‘’, რომელიც აუცილებლად მოითხოვს კვალიფიციური სპეციალისტების ყურადღებას და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
  • ვინ შეიმუშავა სასერტიფიკაციო გამოცდები? ვის ან რა შემთხვევაში აქვს სახელმწიფო დიპლომის
    გაუქმების უფლება?
თამაშით სწავლა, თორმეტ წლიანი სწავლება და ა.შ. - იმისათვის, რომ ეს მოდელი განხორციელდეს, ჯერ სოციალური პრობლემებია მოსაგვარებელი: - დაწყებული საბავშვო ბაღების ელემენტარული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული პროფსასწავლებლებით და მაღალგანვითარებული ეკონომიკით.
ახლა უფრო კონკრეტულ პრობლემებზე:

    სასკოლო ასაკი

მაინტერესებს, ჰყავს თუ არა ჩვენს ქვეყანას ფიზიოლოგები, ფსიქოლოგები და ჰიგიენისტები? და თუ გვყავს, რამდენად არიან ისინი ჩართულები განათლების პროცესებში?
ნუთუ 5 და 6 წლის ასაკის ბავშვის შეყვანა იმ ტიპის სკოლაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეიძლება? ისეთი ტირანი სახელმწიფოც კი, როგორიც სსრკ იყო, კრძალავდა 7 წლამდე ასაკის ბავშვის მიღებას სკოლაში - მას ჯანმრთელი ზომბი სჭირდებოდა (გავიხსენოთ საბავშვო პოლიკლინიკები, პროფგასინჯვები, უფასო მკურნალობა, პიონერთა ბანაკები , კვება, ფიზიკური აღზრდის პროგრამები და ა.შ).
ნებისმიერმა ექიმმა იცის, რომ 7 წლის ასაკამდე ბავშვი არაა მზად ფიზიკურად, ემოციურად დაფსიქოლოგიურად, თუნდაც 30 წუთი იჯდეს ერთ ადგილზე , თანაც ასეთ სკამებზე ( ამაზე ქვემოთ ვიტყვი) და მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია და სხვ.

    დატვირთვა და დასვენება

ფიზიოლოგიური და ჰიგიენური თვალსაზრისით რამდენად სწორადაა განაწილებული დატვირთვისა და დასვენების რეჟიმი სკოლაში ? სახლში? არდადეგებზე?

    მერხი

მაინტერესებს , ვინ იყო ქართველთა მოდგმის დაუძინებელი მტერი, ვინც გაიტანა სკოლებიდან ერისმანის ფიზიოლოგიური მერხი და შემოიტანა დამანგრეველი მაგიდები და სკამები? შესაძლოა, ყველამ არ იცოდეს მათი უარყოფითი ზეგავლენის შესახებ. ძალიან მოკლედ ვიტყვი:

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანება, მხედველობის მოშლა, ადვილად დაღლა, ყურადღების გაფანტვა და ა.შ. , რომ არაფერი ვთქვა არაჯანსაღ მასალაზე და მათგან გამოწვეულ ხმაურზე.


სხვა ფაქტორებთან ერთად (ჩანთები, კვების და დასვენების არასწორი რეჟიმი, არდადეგები, ფსიქოლოგიური სტრესები და ა.შ.) ჯამში ვიღებთ დაავადებულ , "დანგრეულ" მოზარდს. საინტერესოა, ატარებს კი ჯანდაცვის სამინისტრო პროფილაქტიკურ გასინჯვებს სკოლებში და ფლობს ინფორმაციას, თუნდაც მხოლოდხერხემლის დამხედველობის პათოლოგიებისსტატისტიკისშესახებ?

    წიგნები, რვეულები, ჩანთები

მათი წონა! ! ! ... აგიწევიათ? აგიწონიათ?


    ტექსტები და პროგრამები

საინტერესოა, ვინ ადგენს მათ და მერე ვინ აკანონებს? ვინ განაგებს ერის განათლებას და ცნობიერებას? ვინ არიან ისინი, ვისთვისაც ქართული არაა მშობლიური ენა და ზოგადად ცნებაც კი - ქართული - უცხოა მათთვის?
ცნობილია, თუ რომელიმე ორგანოს ფუნქციის მოშლა, ან განადგურება გვინდა, უნდა დავტვირთოთ ზედმეტად, ანნაკლებად, ან საერთოდდავტოვოთ უფუნქციოდ. რა დაგვიშავეს ამ ბავშვებმა?

    " ბუკი"

რა აუცილებლობაა დაწყებით კლასებში ბუკებისგამოყენება? იქნებ ცოცხალი, ბიოლოგიური კონტაქტები უმჯობესია?
ახლა "ჩარეცხილ" საგნებზედაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა:

    სუფთა წერა

აღმოჩნდა, რომ ეს საგანი მიზანმიმართულად იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან, ვინაიდან იგი ავითარებს:
ზოგადად აზროვნებას - "ვწერ, მაშასადამე ვაზროვნებ!"
  1. ნატიფ მოტორიკას
  2. კონცენტრაციას
  3. ყურადღებას
  4. აკურატულობას და წესრიგს
  5. წარმოსახვას
  6. სივრცობრივ აზროვნებას და სხვა.
როგორც გაირკვა , თავის ტვინში წერის ცენტრი მხოლოდ ადამიანს ჰქონია. ამის დადგენის შემდეგ დარვინის თეორიამ ძალა დაკარგა. ამ ცენტრის გავარჯიშება ხდება მხოლოდ წერით და ისიც აუცილებლად კალმით, რაც იწვევს თავის ტვინის სხვა ნაწილების განვითარებასაც. ( ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სათუთი თემაა და მე აქ ამაზე ვერ შევჩერდები....)

    კალიგრაფია

ვფიქრობ ცალკე განხილვას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს შემდეგი:
ნუთუ ბავშვის თავისუფლება იმით გამოიხატება, როგორც მოეპრიანება ისე მოხაზოს ასო? ესაა თავისუფლება? იქნებ ყველას შეგვექმნა საკუთარი ანბანი, ხომ მეტად თავისუფალნი ვიქნებოდით? ან ვინ მოგვცა უფლება, ღვთის მიერ მოცემული ანბანი ჩვენი სურვილების მიხედვით გადავაკეთოთ? ცეკვა, მუსიკა, სიმღერა, სპორტი? აქ როგორია თავისუფლების საზომი?
  • ასტრონომია
  • ხაზვა
  • შრომა
  • სამხედრო სწავლება
  • ფიზიკური კულტურის ჩანაცვლება ე.წ. სპორტით. ვინმე ინტერესდება მისი შედეგებით?
  • რუსული ენა
ამ საგნის საათების უკიდურესი შემცირება რას მოგვიტანს? ამით ვებრძვით რუსეთს თუ პირიქით, ვეხმარებით?
  • ლაბორატორიებისა და კაბინეტების გაუქმება....

ხელის შემშლელი ფაქტორები

  • მოსწავლეთა რაოდენობა კლასში
  • მობილური ტელეფონები
  • მშიერი ბავშვი, ბუნებრივი მოთხოვნილება, დაღლილი ბავშვი
ვგულისხმობ სწავლისა და დასვენების რეჟიმს, სკოლების ინფრასტრუქტურას, ტუალეტების მოუწესრიგებლობას, ბუფეტებს, კვებას, სამედიცინო კაბინეტის არარსებობას და ა.შ. იხილეთ სრულად

    Mshoblebi.ge პედაგოგს დაუკავშირდა. მან ჩვენთან კრიტიკული წერილის დაწერის მოტივაციაზე ისაუბრა:


-"ბავშვობიდან ვაკვირდები სკოლაში იმ ხარვეზებს, რაც ადრე, საბჭოთა კავშირში იყო და, სამწუხაროდ, ბევრი რამ დღესაც გრძელდება. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გავხდი, ეს კიდევ უფრო მეტად გავაანალიზე. ხშირად გამოდიან და საუბრობენ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, თუმცა არასწორ აქცენტებს სვამენ. სახელმწიფოს ერთიანი სამოქმედო გეგმა არ გააჩნია და ამიტომ გვაქვს წარუმატებელი განათლების სისტემა. ეს გახდა მსგავსი შინაარსის წერილის დაწერის მიზეზი. აღვწერე ის, რასაც ვხედავ და ის, რაც მაწუხებს. ბუნებრივია, თავს ძალიან კომპეტენტურად არ ვთვლი, მაგრამ დღეს რომ მოსწავლეებმა წერა-კითხვა არ იციან, სკოლა რომ ვერ აძლევს მათ სათანადო განათლებას და რეპეტიტორებთან რომ დადიან მე-2-მე-3 კლასის მოსწავლეები, ნამდვილად პრობლემაა. თუ სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იქნება, პირველ რიგში, არ მისცემს დიპლომს იმ ადამიანს, ვისაც არ შეუძლია პედაგოგობა. ხოლო თუ აძლევს, მუდმივად უნდა ზრუნავდეს მის განვითარებაზე, სთვაზობდეს ეფექტურ ტრენინგებს, გადასამზადებელ პროგრამებსა და სხვადასხვა აქტივობას." - ამბობს ლია თავაძე ჩვენთან საუბრისას.

თამარ იაკობაშვილი



6170
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
0
ადრე როცა ძაან დიდი უფლებები ქონდათ მასწავლევლებს ზელსაც რომ სწევდნენ მოსწავლეზე ზუსტად მაშინ ნიშანს არ უწერდნენ თუ ჩემთან დამატებით არ მოემზადებიო.ესეთი ღორები ყოველთვოს იყვნენ და არიან მოსწავლის უფლებები რა შუაშია და დიახაც არ უნდა სცემონ და არ უნდა მიაყენონ მოსწავლეებს შეურაცხოფა ადამიანებად არ თვლიდნენ მოსწავლეს!
21:23 / 22-02-2020
თამარი
0
ხალხნოოოსაბჭოთა კავშირის დროს რა საგნებსაც ვწავლობდითნდა როგორც ვამახვილებდით ყურადღებას კალიგრაფიაზე მათემატიკაზე , ფიზიკა ქიმიაზე დაგეოგრაფიაზე უნდაც ინგლისური ენის გრამაიკაზე ახლა აიან მათზე ამერიკის ზოგიერთი სკოლები და მათი ბავშვები მაღალ შეფასებებს ღებულობენ ქვეყნის სტანდარტით . ეს უკვე მეხუთე წელია წამოიწყეს გეოგრაფიას ბავშვებს მესამე კლასიდან ასწავლიან და თანაც ძალიან წარმატებით . უბრალოდ რომელი ქვეყანა რითია ცნობილი ისტორიულინღუ გეოლოგიური მონაცემებითნ კიდევ საჭმლით და ცხოველბის მრავალფეროვნებით . ბავშვებს ასე ამოგზაურებენ უკი და ათამაშებენ ომ უკთესად დაიმახსოვრონ . რა ვქნა მეც მიჭირს სკამზე ჯდომა და ასე სწალა ბავშვს არ გაუჭირდება შებოჭილი ყოფნა. ხო და ასე ასწავლიან . ყვეკა ბავშვი სხვაგვარად ითვისებს ზოგს ვიზუალურად უადვილდება ზოგს პრაქტიკულად ზოგც წაკითხვით იმახსოვრებს . ამიტომ ზძალიან კარგი იქნება თასწავლებელსაც ექნება ფანტტაზიის უნარი მაგრამ ამდენი ვის როგორ მოვთხოვოთ თუ თავად არ ექნება ამის ხალისი?
01:50 / 22-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი