სოციალურ ქსელში გარდაბნის N1 საჯარო სკოლის პედაგოგის, ლია თავაძის წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 15 წელის სტაჟის მქონე მასწავლებელი თანამედროვე განათლების სისტემების პრობლემებზე ღიად საუბრობს. ახლა ხელოვნებას ასწავლის და როგორც თავად ამბობს, ბევრი რამ არ მოსწონს თანამედროვე განათლების სისტემაში. საკუთარი ხედვა მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და განათლების სფეროში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს რამდენიმე პრაქტიკული რჩევაც შესთავაზა. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენი განათლების სისტემა არამცთუ ვერ იძლევა სრულყოფილ განათლებას, არამედ ჯანდაცვის სისტემასთან ერთად მიზანმიმართულად აზიანებს მოზარდთა ჯანმრთელობასაც.
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ერის ცხოვრებაში პედაგოგი იყო. ასე ვფიქრობ ახლაც, მაგრამ რასაც დღეს ვუყურებ, სრული კატასტროფაა: მასწავლებელი არის უუფლებო, ღირსებაშელახული, ეგზისტენციალური არსება, რომელიც ამ მდგომარეობამდე ჯერ საბჭოთა იდეოლოგიამ მიიყვანა, ხოლო შემდგომ პოსტსაბჭოთა, ვითომ ეროვნულმა მთავრობებმა მიზანმიმართულად, დამანგრეველი პოლიტიკით.
დღეს თითქოს " გამოფხიზლდა" განათლების სამინისტრო და სურს რეფორმები. ძალიან მინდა ამის დაჯერება და ამიტომ ვეცდები ჩემი სკოლაში თხუთმეტწლიანი მუშაობისა და დაკვირვების შედეგები, როგორც პედაგოგმა და როგორც ყოფილმა ექიმმა, ძალიან მოკლედ მივაწოდო მას. დავიწყოთ იმით, რომ:
სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული იდეოლოგია; შემუშავდა ე.წ. "ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ‘’, რომელიც აუცილებლად მოითხოვს კვალიფიციური სპეციალისტების ყურადღებას და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას; ვინ შეიმუშავა სასერტიფიკაციო გამოცდები? ვის ან რა შემთხვევაში აქვს სახელმწიფო დიპლომის გაუქმების უფლება? თამაშით სწავლა, თორმეტ წლიანი სწავლება და ა.შ. - იმისათვის, რომ ეს მოდელი განხორციელდეს, ჯერ სოციალური პრობლემებია მოსაგვარებელი: - დაწყებული საბავშვო ბაღების ელემენტარული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული პროფსასწავლებლებით და მაღალგანვითარებული ეკონომიკით.
ახლა უფრო კონკრეტულ პრობლემებზე:
ნუთუ 5 და 6 წლის ასაკის ბავშვის შეყვანა იმ ტიპის სკოლაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეიძლება? ისეთი ტირანი სახელმწიფოც კი, როგორიც სსრკ იყო, კრძალავდა 7 წლამდე ასაკის ბავშვის მიღებას სკოლაში - მას ჯანმრთელი ზომბი სჭირდებოდა (გავიხსენოთ საბავშვო პოლიკლინიკები, პროფგასინჯვები, უფასო მკურნალობა, პიონერთა ბანაკები , კვება, ფიზიკური აღზრდის პროგრამები და ა.შ).
ნებისმიერმა ექიმმა იცის, რომ 7 წლის ასაკამდე ბავშვი არაა მზად ფიზიკურად, ემოციურად დაფსიქოლოგიურად, თუნდაც 30 წუთი იჯდეს ერთ ადგილზე , თანაც ასეთ სკამებზე ( ამაზე ქვემოთ ვიტყვი) და მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია და სხვ.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანება, მხედველობის მოშლა, ადვილად დაღლა, ყურადღების გაფანტვა და ა.შ. , რომ არაფერი ვთქვა არაჯანსაღ მასალაზე და მათგან გამოწვეულ ხმაურზე.
სხვა ფაქტორებთან ერთად (ჩანთები, კვების და დასვენების არასწორი რეჟიმი, არდადეგები, ფსიქოლოგიური სტრესები და ა.შ.) ჯამში ვიღებთ დაავადებულ , "დანგრეულ" მოზარდს. საინტერესოა, ატარებს კი ჯანდაცვის სამინისტრო პროფილაქტიკურ გასინჯვებს სკოლებში და ფლობს ინფორმაციას, თუნდაც მხოლოდხერხემლის დამხედველობის პათოლოგიებისსტატისტიკისშესახებ?
ცნობილია, თუ რომელიმე ორგანოს ფუნქციის მოშლა, ან განადგურება გვინდა, უნდა დავტვირთოთ ზედმეტად, ანნაკლებად, ან საერთოდდავტოვოთ უფუნქციოდ. რა დაგვიშავეს ამ ბავშვებმა?
ახლა "ჩარეცხილ" საგნებზედაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა:
ზოგადად აზროვნებას - "ვწერ, მაშასადამე ვაზროვნებ!"
ნატიფ მოტორიკას კონცენტრაციას ყურადღებას აკურატულობას და წესრიგს წარმოსახვას სივრცობრივ აზროვნებას და სხვა. როგორც გაირკვა , თავის ტვინში წერის ცენტრი მხოლოდ ადამიანს ჰქონია. ამის დადგენის შემდეგ დარვინის თეორიამ ძალა დაკარგა. ამ ცენტრის გავარჯიშება ხდება მხოლოდ წერით და ისიც აუცილებლად კალმით, რაც იწვევს თავის ტვინის სხვა ნაწილების განვითარებასაც. ( ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სათუთი თემაა და მე აქ ამაზე ვერ შევჩერდები....)
ნუთუ ბავშვის თავისუფლება იმით გამოიხატება, როგორც მოეპრიანება ისე მოხაზოს ასო? ესაა თავისუფლება? იქნებ ყველას შეგვექმნა საკუთარი ანბანი, ხომ მეტად თავისუფალნი ვიქნებოდით? ან ვინ მოგვცა უფლება, ღვთის მიერ მოცემული ანბანი ჩვენი სურვილების მიხედვით გადავაკეთოთ? ცეკვა, მუსიკა, სიმღერა, სპორტი? აქ როგორია თავისუფლების საზომი?
ასტრონომია ხაზვა შრომა სამხედრო სწავლება ფიზიკური კულტურის ჩანაცვლება ე.წ. სპორტით. ვინმე ინტერესდება მისი შედეგებით? რუსული ენა ამ საგნის საათების უკიდურესი შემცირება რას მოგვიტანს? ამით ვებრძვით რუსეთს თუ პირიქით, ვეხმარებით?
ლაბორატორიებისა და კაბინეტების გაუქმება....
-"ბავშვობიდან ვაკვირდები სკოლაში იმ ხარვეზებს, რაც ადრე, საბჭოთა კავშირში იყო და, სამწუხაროდ, ბევრი რამ დღესაც გრძელდება. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გავხდი, ეს კიდევ უფრო მეტად გავაანალიზე. ხშირად გამოდიან და საუბრობენ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, თუმცა არასწორ აქცენტებს სვამენ. სახელმწიფოს ერთიანი სამოქმედო გეგმა არ გააჩნია და ამიტომ გვაქვს წარუმატებელი განათლების სისტემა. ეს გახდა მსგავსი შინაარსის წერილის დაწერის მიზეზი. აღვწერე ის, რასაც ვხედავ და ის, რაც მაწუხებს. ბუნებრივია, თავს ძალიან კომპეტენტურად არ ვთვლი, მაგრამ დღეს რომ მოსწავლეებმა წერა-კითხვა არ იციან, სკოლა რომ ვერ აძლევს მათ სათანადო განათლებას და რეპეტიტორებთან რომ დადიან მე-2-მე-3 კლასის მოსწავლეები, ნამდვილად პრობლემაა. თუ სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იქნება, პირველ რიგში, არ მისცემს დიპლომს იმ ადამიანს, ვისაც არ შეუძლია პედაგოგობა. ხოლო თუ აძლევს, მუდმივად უნდა ზრუნავდეს მის განვითარებაზე, სთვაზობდეს ეფექტურ ტრენინგებს, გადასამზადებელ პროგრამებსა და სხვადასხვა აქტივობას." - ამბობს ლია თავაძე ჩვენთან საუბრისას.
თამარ იაკობაშვილი