მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ქართველი გამარჯვებული - გაიცანით კომაროველი მოსწავლე, რომელმაც 255 კონკურსანტს შორის მაქსიმალური ქულა მიიღო
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ქართველი გამარჯვებული - გაიცანით კომაროველი მოსწავლე, რომელმაც 255 კონკურსანტს შორის მაქსიმალური ქულა მიიღო

ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადას მათემატიკაში ქართველი გამარჯვებული ჰყავს. კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ, თეიმურაზ თოლორაიამ 255 კონკურსანტს შორის უმაღლესი ქულა მოიპოვა, უფრო ზუსტად კი, 42 შესაძლებლიდან 42 ქულა და პირველ ადგილზე გავიდა.

როგორც თეიმურაზ თოლორაია mshoblebi.ge-სთან ამბობს, სხვადასხვა ოლიმპიადებზე აქამდეც წარმატებით უასპარეზია. კონკრეტულად კი, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

მეთორმეტე კლასის მოსწავლის თქმით, მისი წარმატების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ძალიან უყვარს თავისი საქმის კეთება.

"ჟაუტიკოვის სახელობის საერთაშორისო ოლიმპია

დაზე გავედი პირველ ადგილზე მაქსიმალური ქულით. მე და კიდევ ერთმა ყაზახმა მონაწილემ დავაგროვეთ მაქსიმალური ქულა 255 მონაწილეს შორის. ამოცანები კი საკმაოდ რთული იყო.

აქამდე ძალიან ბევრ ოლიმპიადაში მიმიღია მონაწილეობა - როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ

საერთო ჯამში, სხვადასხვა საერთაშორისო/ევროპის ოლიმპიადებზე მოპოვებული მაქვს 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. ასევე, ბევრჯერ გამიმარჯვია საქართველოს ეროვნულ ოლიმპიადაზე მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ფიზიკაში.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს,, რა პროფესიას ავირჩევ. უმაღლესი განათლების მიღებას კი უცხოეთში ვგეგმავ“, - ამბობს თეიმურაზ თოლორაია.

ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში ყოველ წელს ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ტარდება. ტურნირის ფარგლებში არის როგორც გუნდური და ასევე ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს კონკურსში 20-ზე მეტი
ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

ხატია ვარდოსანიძე

 

4288
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
თამრიკო
0
ვეკუა და ჟორდანია ბატონო გელა
18:41 / 14-01-2020
გელა
0
თამრიკოს! მართალი ხარ. მუსხელიშვილი, რაძმაძე და ა.შ მეგრელები იყვნენ.
12:22 / 14-01-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი