როგორც ცნობილია, საატესტატო გამოცდები, რომელიც მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეებს უტარდებოდათ, გაუქმდა. სკოლებში წელს არც სხვა კლასებში ჩატარდება გამოცდები.
"არის შემთხვევები, როდესაც სკოლა თავად აწესებს რომელიმე კლასში გამოცდას. ამის შესახებ თავად იღებენ გადაწყვეტილებას. ზოგადად, სამინისტროს მიერ სკოლაში ამ ეტაპზე გამოცდები დაწესებული არ არის", - განუცხადეს mshoblebi.ge-ს განათლების სამინისტროში.
წელს ზოგიერთ სკოლაში ქართულსა და მათემატიკაში დაგეგმილია გამოცდების საპილოტე პროგრამა, რომელიც შეფასებაზე არ აისახება.
"პილოტირების მიზანია, გამოიცადოს ელექტრონული სისტემა და დავალებები. ასევე, მოსწავლეს ჰქონდეს წარმოდგენა, რაში აქვს დადებითი და სუსტი მხარეები და მასწავლებელიც მიხვდეს, სად ჩაერთოს უფრო მეტად. სპეციალურად შეირჩნენ სკოლები, თუმცა, წელს ამას გამოცდის ფორმატი არ აქვს."- განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
თამარ იაკობაშვილი