განათლებასკოლა
გადაიდება თუ არა სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის თარიღი
გადაიდება თუ არა სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის თარიღი
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს რეგისტრაცია.

"ჯერჯერობით, პირველკლასელთა რეგისტრაციის თარიღთან დაკავშირებით ცვლილება არ არის და დადგენილი თარიღების მიხედვით მოხდება დარეგისტრირება შემდეგ ეტაპზეც. თუ რაიმე შეიცვლება, რა თქმა უნდა, ინფორმაცია გამოქვეყნდება." - აცხადებენ სამინისტროში.

ბეჭდვა