როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, შესაძლებელია სკოლამ გაკვეთილების ასანაზღაურებლად შაბათი და კვირა გამოიყენოს, შეიძლება ეს იყოს ძირითადი გაკვეთილების შემდეგ დამატებითი გაკვეთილები და ასევე, შეიძლება ეს იყოს გაკვეთილზევე გარკვეული თემების გაერთიანება.
უწყების ინფორმაციით, სამინისტრო განსაზღვრავს მეთოდს და უშუალოდ გეგმას, თუ რა ფორმით განახორციელებს სკოლა გაცდენილი საათების ანაზღაურებას, თითოეული სკოლა ინდივიდუალურად ჩამოაყალიბებს.
ამასთან, როგორც უწყებაში ამბობენ, სამინისტრო საჯარო სკოლებს 16 მარტს დაუგზავნის კონკრეტულ
"ეროვნული სასწავლო გეგმა მოდიფიცირების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გავავრცელებთ რეკომენდაციებს, უშუალოდ სკოლა კი გადაწყვეტს, ეს რეკომენდაციები როგორ და რა ფორმით გაითვალისწინოს. შაბათ-კვირას ჩაატარებენ დამატებით გაკვეთილებს თუ როგორ, ეს სკოლამ ინდივიდუალურად უნდა მოარგოს თავის საჭიროებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე. 16 მარტს კი პუნქტებად ჩამოწერილი რეკომენდაციები დაეგზავნება სკოლებს, როგორ უნდა მოიქცნენ 1-ელი აპრილის შემდეგ. როგორ შეუძლიათ გააერთიანონ თემები, მოდულები და ა.შ. სამინისტრო აძლევს სკოლას რეკომენდაციას - გადააწყვე სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ მოასწრო დროში ჩატევა. თუ სკოლა მეუბნება, რომ მე ამისთვის
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის გამო, იმ შემთხვევაში თუ 1-ელ აპრილს სასწავლო პროცესი აღდგება, გაცდენილი გამოდის 16 სასწავლო დღე.
"არდადეგების პერიოდში კი პედაგოგმა მოსწავლეებს სხვადასხვა რესურსი და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა უნდა მიაწოდონ იმისთვის, რომ ეს ორი კვირა ბავშვები არ ისხდნენ სახლში და სახალისო დავალებები ჰქონდეთ. შეიძლება ეს მიეწოდოთ ტელეფონით, მეილით ,"- განაცხადეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.