შემცირდება თუ არა საზაფხულო არდადეგები სწავლის გადადების გამო - მინისტრის მოადგილის კომენტარი
შემცირდება თუ არა საზაფხულო არდადეგები სწავლის გადადების გამო - მინისტრის მოადგილის კომენტარი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სწავლის პროცესი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, 15 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

იმ შემთხვევაში, თუ სწავლის პროცესი 1-ელ აპრილსაც ვერ განახლდა, როგორც დგებუაძე ამბობს, განათლების სამინისტროს კონკრეტული გეგმა ექნება, თუმცა ეს სასწავლო წლის დასრულების ვადაზე არ იმოქმედებს.

„სასწავლო პროცესი დამთავრდება 15 ივნისს. ეს არის მინისტრის ბრძანებით დადგენილი პერიოდი, როდესაც სასწავლო პროცესი უნდა
დასრულდეს. თუ პირველ აპრილს დავიწყებთ სასწავლო პროცესს, რისთვისაც მზად ვართ, არ მოუწევთ ბავშვებს დამატებით სწავლის გახანგრძლივება. არის რამდენიმე არჩევანი. თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ პროგრამა თავის მოსწავლეებს სრულფასოვნად გაატაროს, რა თქმა უნდა, მაშინ თავისუფალი იქნება სკოლა და თავად დააორგანიზებს სასწავლო გეგმის ფარგლებში ამ პროცესს. ეს იქნება შაბათ-კვირა, დამატებით გაკვეთილების გახანგრძლივება სასწავლო დღეების განმავლობაში, ამაში სკოლა მოქნილი იქნება და თავად გადაწყვეტს, რა ფორმით დაგეგმავს სასწავლო პროცესს.

სწავლის პროცესის გახანგრძლივებაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, თუმცა, ამაზეც მუშაობს განათლების სამინისტრო, გარკვეულ გამოწვევებს უპასუხოს. თუ პროცესი გახანგრძლივდება, ამასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე ინფორმაციით, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარებულია დეზინფექციის სამუშაოები და ეს პროცესი სწავლის
განახლების შემდეგაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები მარტის შუარიცხვებამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პერიოდი 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
8769
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?