დასრულდება თუ არა სასწავლო წელი განსაზღვრულ ვადებში - 15 ივნისს? - სამინისტროს პასუხი
დასრულდება თუ არა სასწავლო წელი განსაზღვრულ ვადებში - 15 ივნისს? - სამინისტროს პასუხი
სააღდგომო არდადეგების დროს ონალინ გაკვეთილები არ ჩატარდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განგვიცხადეს. მათი თქმით, განსაზღვრული დღეები უქმეა და ყველაზე ვრცელდება.

სააღდგომოდ დასვენების დღეები 17 აპრილიდან 20 აპრილამდეა გამოცხადებული.

გარდა ამისა, დავინტერესდით, დასრულდება თუ არა სასწავლო წელი განსაზღვრულ ვადებში, რაზეც სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არაფერი იცვლება და სიახლეების შემთხვევაში აუცილებლად გამოაქვეყნებენ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების თარიღად 15 ივნისია განსაზღვრული.

თამარ იაკობაშვილი


1464
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ეკა
0
რა ხდება პირველკლასელთა რეგისტრაციაზე,გრძელდება თუ შეჩერებულია?
22:51 / 30-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?