სააღდგომო არდადეგების დროს ონალინ გაკვეთილები არ ჩატარდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განგვიცხადეს. მათი თქმით, განსაზღვრული დღეები უქმეა და ყველაზე ვრცელდება.
სააღდგომოდ დასვენების დღეები 17 აპრილიდან 20 აპრილამდეა გამოცხადებული.
გარდა ამისა, დავინტერესდით, დასრულდება თუ არა სასწავლო წელი განსაზღვრულ ვადებში, რაზეც სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არაფერი იცვლება და სიახლეების შემთხვევაში აუცილებლად გამოაქვეყნებენ ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების თარიღად 15 ივნისია განსაზღვრული.
თამარ იაკობაშვილი