კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზეა გადასული და ჯერჯერობით არავის აქვს ინფორმაცია, როდემდე გაგრძელდება ასე. ჩვენი მკითხველების ნაწილი დაინტერესდა, როგორ მოხდება სკოლა-პანსიონ კომაროვსა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღება იქიდან გამომდინარე, რომ მისაღები გამოცდები ზაფხულში ტარდება ხოლმე. გვაინტერესებდა ისიც, შევა თუ არა პროგრამაში მეორე სემესტრის პროგრამა - მოგეხსენებათ, საშაბათო სკოლის გაკვეთილებიც არ ტარდება აღნიშნულ დაწესებულებებში.
კომაროვში განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცის, რა ფრომით ჩატარდება მისაღები გამოცდები და შევა თუ არა მასში მეორე სემესტრის პროგრამა. მისაღები გამოცდები, როგორც წესი, ივნისის დასაწყისიდან იწყება ხოლმე.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში კი ამბობენ, რომ შესაძლოა გამოცდის თარიღმა გადაიწიოს. თუმცა, ჩატარების ფორმატზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ. სკოლის ადმინისტრაციის თქმით, როგორც წესი, მისაღები გამოცდები ივლისის დასაწყისში ტარდება ხოლმე.
თამარ იაკობაშვილი