"თუ მიმდინარე წელი აკადემიურად გამოცხადდება, პირველკლასელთა მიღებას ვეღარ შევძლებთ" - პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე
"თუ მიმდინარე წელი აკადემიურად გამოცხადდება, პირველკლასელთა მიღებას ვეღარ შევძლებთ" - პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე
პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, გე­ნა­დი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სკო­ლებ­ში აკა­დე­მი­უ­რი წლის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას. რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­გან­გე­ბო სე­სი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, აკა­დე­მი­უ­რი წლის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სკო­ლებ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ იქ­ნე­ბა.

„მო­ქა­ლა­ქე­თა მცი­რე ჯგუ­ფი გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის აკა­დე­მი­ურ სე­მესტრად გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ტა­რე­ბულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა-გან­ვი­თა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, რაც ეხ­მა­რე­ბა ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მი­აღ­წი­ონ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მიზ­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი აზრს უკარ­გავს მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის აკა­დე­მი­ურ სე­მესტრად გა­მო­ცხა­დე­ბის
იდე­ას. აკა­დე­მი­უ­რი წლის გა­მო­ცხა­დე­ბას ჩვე­ნი კო­მი­ტე­ტი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, უბ­რა­ლოდ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ამას რა შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს. ჯერ ერთი - პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ვინ იცის, 2-3 თვის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სკო­ლებ­ში ისევ იგი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვე­ყო­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხებთ პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა­საც კი, რად­გან ამის­თვის სკო­ლებ­ში ად­გი­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ გვექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ სა­მი­ნის­ტროს მო­უ­წო­და, მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თვის გა­აძ­ლი­ე­როს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის პროგ­რა­მა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ეს ბავ­შვე­ბიც ჩა­ერ­თონ.
4239
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
:(
0
რომელი მშობელიც აკადემიურს ითხოვს, მათ შვილებს გამოუცხადეთ აკადემიური წელი.ჩვენ კიდე გადავალთ შემდეგ კლასში.თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, რა აკადემიური??
21:46 / 23-04-2020
ვერონიკა
0
ვითომ რატომ უნდა გამოცხადდეს? ძალიან კარგად გვიტარდება გაკვეთილები, მშობლებიც მონაწილეობას ვიღებთ პროცესში, უფრო კარგად გვესმის ეხლა, როგორ უნდა ვამეცადინოთ ჩვენი შვილები, ვხედავთ ჩვენი შვილების სუსტ ადგილებს და შეგვიძლია მაგაზე მუშაობა. ერთის მხრივძალიან მიხარია, რომ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. სამუხაროა, რომ ჩვეულებრივ დროს არა გვაქვს შესაძლებლობა დავესწროთ გაკვეთილებს, ან იგივე დისტანციურად ვადევნოთ თვალ-ყურს გაკვეთილების მსვლელობას. ძალიან მინდა, რომ მომავალში გაითვალისწინონ ეს, და მოგვცენ საშუალება ვნახოთ, როგორ იქცევიან ჩვენი შვილები გაკვეთილზე, როგორ პასუხობენ, და ა.შ.
19:47 / 23-04-2020
მსგავსი სიახლეები