დაიწყება თუ არა სწავლა 1 სექტემბერს და რა ელით იმ ბავშვებს, რომლებსაც 1-ლიდან 15 სექტემბრამდე უსრულდებათ 6 წელი
დაიწყება თუ არა სწავლა 1 სექტემბერს და რა ელით იმ ბავშვებს, რომლებსაც  1-ლიდან 15 სექტემბრამდე უსრულდებათ 6 წელი
"სკოლებში სწავლა სკოლებში არ განახლდება 1-ელ სექტემბრამდე"  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, თარიღმა მკითხველი დააბნია. განსაკუთრებით, მომავალი პირველკლასელების მშობლები, რომლებსაც სასკოლო ასაკის შეცვლის საშიშროება აფიქრებთ. საკითხის დასაზუსტებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ.

როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერია განსაზღვრული და სავარაუდოდ, პრემიერმა მექანიკურად ახსენა პირველი სექტემბერი.

თუმცა, თუ დადასტურდება, რომ ახალი სასწავლო წელი 1-ელ სექტემბერს დაიწყება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხი, რომლებსაც
1-ლიდან 15 სექტემბრამდე უსრულდებათ 6 წელი.
„ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში საკმაოდ ეფექტიანად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ აკადემიური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გახარიამ.

თამარ იაკობაშვილი
22519
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ოყონდაცა რააააააა
3
პრემიერს რუსეთის ნოსტალგია აწუხებს და იმიტომ თქვა 1 სექტემბერიოოოო
20:28 / 15-05-2020
ქეთი
2
სულაც 1 სექტემბერს უდნა იწყებოდეს, როგორც ადრე. გადმოსწიონ დაე. ზამთარში ვირუსების გამო სულ პრობლემებია, გაცდენები, გადაწევა. წელს ხომ საერთოდ. აწიც ასე იქნება, დარწმუნებული ვარ. ჰოდა, თუ ვინმეს განათლების საკითხიც ადარდებს, უნდა იმსჯელოს ამაზე და 1 სექტემბერი გამოცხადდეს სასწ. წლის დაწყების თარიღად
09:31 / 27-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?