- ვფიქრობ, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სისტემატურად ასრულებდნენ საშინაო
- რატომ უჭირთ ბავშვებს ხშირად მათემატიკის სწავლა, თუნდაც დაწყებით კლასებში, რაშია მთავარი სირთულე?
- ამის მიზეზი სხვადასხვამეორე მიზეზი შესაძლოა იყოს გადატვირთული დღის რეჟიმი. სწავლისგან გადაქანცულ ბავშვებს იმის დრო არ რჩებათ, რომ ითამაშონ, მეგობრებთან იურთიერთონ, თუნდაც საკუთარ თავთან მარტო დარჩნენ და დაისვენონ, საყვარელ მუსიკას მოუსმინონ და გაერთონ. ასეთი რეჟიმი მათ სწავლის მოტივაციას უკარგავს. სწავლა მოტივაციის გარეშე კი რუტინული, მოსაწყენი და უინტერესო ხდება. ჩვენ კი გვგონია, რომ მათ სწავლა უჭირთ, ამ დროს კი უბრალოდ, არ უნდათ.
- როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს მათემატიკა?
- იმისათვის, რომ ბავშვებს შევაყვაროთ მათემატიკა და ზოგადად სწავლა, პირველ რიგში, შესასწავლი მასალა დოზირებულად, მრავალფეროვნად და საინტერესოდ უნდა მივაწოდოთ. უნდა გამოვიყენოთ ბევრი თვალსაჩინოება და რაც მთავარია, შევეცადოთ ხშირად დავუკავშიროთ შესასწავლი მასალა მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. დავანახოთ მათემატიკის გამოყენების აუცილებლობა. ასეთი დავალებები ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს და ხალისით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება.- რა არის საშინაო დავალების მთავარი მიზანი, რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს ის?
- დაწყებთ კლასებში (1-4 კლასი),სავალდებულო საშინაო დავალება საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ან თუ იქნება, უნდა იყოს მინიმალური (უმნიშვნელო) რაოდენობით. ბავშვები დავალებას სურვილისამებრ უნდა ასრულებდნენ. ამ ასაკში დავალება უნდა წარმოადგენდეს საგაკვეთილო პროცესში მიწოდებული აქტივობის გაგრძელების ან მსგავსის შესრულების სურვილის ინსტრუმენტს. მოსწავლე თავად უნდა წყვეტდეს, გააკეთოს თუ არა დავალება. გაკვეთილი იმდენად მომხიბვლელი უნდა იყოს მისთვის, რომ გაუჩნდეს სურვილი მსგავსი დავალება სახლში თავადაც შეასრულოს. მე-5-მე-6 კლასიდან მასწავლებელი უნდა ცდილობდეს მოსწავლეებს ასწავლოს საშინაო დავალება როგორ გამოიყენონ თვითშემოწმებისათვის. დავალება არ უნდა იყოს სასჯელი. ბავშვები დავალებას იმისთვის კი არ უნდა აკეთებდნენ, რომ მეორე დღეს კარგი ნიშანი მიიღონ და მშობლები გაახარონ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეამოწმონ, რამდენად კარგად გაიგეს ესა თუ ის საკითხი. გაუგებრობის შემთხვევაში კი მეორე დღეს მასწავლებელბელი მათი დამხმარე და მეგობარი უნდა იყოს. ნიშნიან სწავლებას საერთოდ გავაუქმებდი, ჩემი ნება რომ იყოს.- უნდა ეხმარებოდეს თუ არა მშობელი ბავშვს საშინაო დავალებების მომზადებაში, ან რა დოზით?
- თუ დავალებები ისეთი ხასიათის იქნება, როგორიც ზემოთ აღვწერე, მათი ჩარევის აუცილებლობა საერთოდ აღარ იქნება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კითხვაზე ცალსახა და მოკლე პასუხი მაქვს. რაც ნაკლებად ჩაერევა მშობელი ბავშვის საშინაო დავალებების მომზადებაში, მით უკეთესი იქნება.- როგორ უნდა შეუწყოს მშობელმა ხელი ბავშვის მათემატიკური უნარის განვითარებას?
- მათემატიკური უნარების და, ზოგადად, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ბევრი კარგი თამაში არსებობს (ჭადრაკი, სუ დო კუ, ტანგრამი, მონოპოლი და სხვა). კარგი იქნება თუ მშობლები თავად ჩაერთვებიან თამაშში და დღეში თუნდა 20 წუთს გაატარებენ საკუთარ შვილებთან.- ეს სემესტრი უჩვეულო იყო ბავშვებისთვის და ჯერ არ ვიცით, რამდენად კარგად აითვისეს მათ ახალი მასალა. ამის გამო ზაფხულისთვის რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მოამზადონ ბავშვები ახალი სასწავლო წლისთვის?
- პირველ რიგში კარგად დაასვენონ. ნურავინ იტყვის, რომ ახლა ისინი ისვენებენ. მათ ისევ უწევთ შრომა და ახალ სირთულეებთან გამკლავება. ასე, რომ მშობლებს ვურჩევ არდადეგების დაწყების შემდეგ 2 თვის განმავლობაში მისცენ ბავშვებს დასვენების საშუალება. სწავლის დაწყებამდე კი კარგი იქნება, თუ იმ საკითხებს გაამეორებინებენ, რომლებიც წლის განმავლობაში შედარებით გაუჭირდათ. ეს ინფორმაცია მათ შესაძლოა წლის ბოლოს მასწავლებლებისგანაც მიიღონ. ცოტა რთული იქნება, მე-2 სემესტრში ნასწავლზე ინფორმაციის მიღება, რადგან მასწავლებლებს არ გვაქვს საშუალება, შემაჯამებელი წერებით შევაფასოთ მოსწავლის აკადემიური ცოდნა. მე ჩემს გუნდთან, მათემატიკური ოლიმპიადა "ევერეტის" გუნდთან ერთად, ვგეგმავ, შევიმუშავოთ ონლაინ სადიაგნოსტიკო ტესტის ფორმა, რომლის გავლის შემთხვევაშიც მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები უაღესად საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.- რას ფიქრობთ ონლაინგაკვეთილებზე, რამდენად შესაძლებელია ამ გზით ახალი ცოდნის მიღება და ეფექტურად ათვისება?
- უმთავრესად, სირთულეები პირველ, მეორე და მესამე კლასებში იქმნება. ვფიქრობ, პატარებისთვის ბევრად უპრიანია სასკოლო გარემო. რაც უფრო ზედა კლასებისკენ მივდივართ, იქ სიტუაცია შედარებით კარგადაა, რადგან ზედა კლასის მოსწავლეებს უკეთ აქვთ განვითარებული სხვადასხვა უნარ-ჩვევა, რომლებიც უმარტივებს მათ ახალ გამოწვევებთან გამკლავებას.- რა არის მშობლის მხრიდან ის მიდგომა, რაც ბავშვს განვითარებაში ხელშეწყობის ნაცვლად, საწინააღმდეგო შედეგს გვაძლევს?
- ორიენტირება ნიშანსა და გადატვირთული დღის რეჟიმი. აი ამ ორს გამოვყოფდი.- თქვენი აზრით, რაში ცდებიან მშობლები ყველაზე ხშირად?
- მშობლების მთავარი შეცდომა არის იმაში, რომ ჰგონიათ, თავიანთ შვილებს ძალიან კარგად იცნობენ.თამარ იაკობაშვილი