როგორ დაიწერება წელს საბოლოო ნიშნები სკოლაში - განათლების მინისტრის განმარტება
როგორ დაიწერება წელს საბოლოო ნიშნები სკოლაში - განათლების მინისტრის განმარტება
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
მინისტრის თქმით სკოლებს შესთავაზებენ რამდენიმე ვარიანტს და ისინი შეფასებისას ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, როგორ განსაზღვრონ თითოეული მოსწავლის ქულა.

"რომ წავახალისოთ სკოლების ავტონომია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, საშუალებას ვაძლევთ, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება ინვიდუალური მოსწავლიდან და სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე" - განაცხადა მინისტრმა. მან ნიშნის გამოყვანის რამდენიმე ვარიანტი შესტავაზა სკოლებს:
  • წლიურ ქულად განისაზღვროს პირველ სემესტრში მიღებული ქულა
  • პირველ სემესტრის ქულისა და მეორე სემესტრის 6 კვირის პროგრამის, ასევე დისტანციური სწავლების შედეგებით დადგინდეს შემაჯამებელი საშუალო ქულა
  • მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი
    შეფასება იწყებოდა მეორე სემესტრიდან, ამიტომ, მათი შეფასება მეორე სემესტრის 6 კვირისა და ელექტრონული სწავლების საშუალო ქულით განისაზღვრება.
თამარ იაკობაშვილი
1882
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მერი
2
მგონი . უკეთესი ვარიანტია,წლიური ქულა განისაზღვროს 1–ლი სემესტრის ქულით.უფრო რეალური იქნება.
23:41 / 15-05-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?