განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, თუ როგორ შეძლებენ მოსწავლეები მიღებული ნიშნის გამოსწორებას.
მისი თქმით, თუ მოსწავლე მე-9 კლასიდან წყვეტს სწავლას, მას ან მის კანონიერ წარმომადგენელს საშუალება ექნება 16 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის ადმინიასტრაციამ კი 30 ივნისის ჩათვლით მას უნდა მისცეს კომპლექსური დავალება, რითაც მოხდება ნიშნის შეცვლა.
იმ შემთხვევაში თუ მე-12 კლასელებს არ აკმაყოფილებთ წლიური ქულა, 2020 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით უნდა მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და მათ 19 ივნისამდე უნდა მიიღონ შემაჯამებელი კომპლექსური დავალება. ეს არის დავალება, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას და არსებული ინფორმაციის შეჯამებას.
მინისტრის თქმით სკოლებს შესთავაზებენ რამდენიმე ვარიანტს და ისინი შეფასებისას ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, როგორ განსაზღვრონ თითოეული მოსწავლის საბოლოო ნიშანი.
"რომ წავახალისოთ სკოლების ავტონომია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, საშუალებას ვაძლევთ, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება ინვიდუალური მოსწავლიდან და სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე" - განაცხადა მინისტრმა. მან ნიშნის გამოყვანის რამდენიმე ვარიანტი შესტავაზა სკოლებს:
წლიურ ქულად განისაზღვროს პირველ სემესტრში მიღებული ქულა პირველ სემესტრის ქულისა და მეორე სემესტრის 6 კვირის პროგრამის, ასევე დისტანციური სწავლების შედეგებით დადგინდეს შემაჯამებელი საშუალო ქულა მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყებოდა მეორე სემესტრიდან, ამიტომ, მათი შეფასება მეორე სემესტრის 6 კვირისა და ელექტრონული სწავლების საშუალო ქულით განისაზღვრება.
თამარ იაკობაშვილი