განათლებასკოლა
"წამებში შეივსო ადგილები... პირველ 5 წამში თუ ვერ შეძელი, ჩათვალე, დამთავრდა რეგისტრაცია" - პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო
"წამებში შეივსო ადგილები... პირველ 5 წამში თუ ვერ შეძელი, ჩათვალე, დამთავრდა რეგისტრაცია" - პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო
პირველკლასელთა საჯარო სკოლებში რეგისტრაციის მე-3 ეტაპი დაიწყო. სარეგისტრაციო ვებგვერდი registration.emis.ge ზუსტად 09:00 საათზე გაიხსნა. (რეგისტრაციის ინსტრუქცია)
როგორც გასულ წლებში, ყველაზე მოთხოვნად სკოლებში ადგილები პირველივე წამებში შეივსო. ამის გამო ბევრი მშობელი კერძო სკოლებში ეძებს ალტერნატივას.
"ყველა ახლობელს დავურიგე სარეგიტრაციოდ საჭირო მონაცემები და ვთხოვე რეგისტრაციაში დახმარება. ერთ ბავშვს რამდენიმე ადამიანი ვარეგისტრირებდით. უმეტესობას გაუჭედა საიტმა. ზოგთან არ გაიხსნა, თუმცა ერთმა მაინც მოახერხა და დაარეგისტრირა" - გვეუბნება ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელი.
"წამებში შეივსო", "სულაც არ გახსნა, არც ცხრა საათზე და არც ათის წუთებზე, ასჯერ მაინც ვცადე", "პირველ 5
წამში თუ ვერ შეძელი, ჩათვალე, დამთავრდა რეგისტრაცია" - წერენ მშობლები სოციალურ ქსელში.
რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის
ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.
ბეჭდვა