სექტემბრიდან მოსწავლეები კვლავ ონლაინ-რეჟიმში ისწავლიან? - სამინისტრომ გამომცემლობებს ელექტრონული წიგნების მომზადება დაავალა
სექტემბრიდან მოსწავლეები კვლავ ონლაინ-რეჟიმში ისწავლიან? - სამინისტრომ გამომცემლობებს ელექტრონული წიგნების მომზადება დაავალა
გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს 2020-2021 სას­წავ­ლო წლის­თვის ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის და­ვა­ლე­ბა მის­ცა.

ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­ვად გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მათი გან­მარ­ტე­ბით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს, რო­მელ­ზეც სწო­რედ ონ­ლა­ინ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლეს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორც "პა­ლიტ­რა L-ის" დი­რექ­ტორ­მა თიკო ასა­თი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ სექ­ტემ­ბრი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის კვლავ ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბით სწავ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"ჩვე­ნი აზ­რით, ბეჭ­დუ­რი წიგ­ნე­ბი უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს. ერთი მხრივ, ცუ­დია ბავ­შვე­ბის­თვის კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა და მე­ო­რე მხრივ, თუ თა­ვი­დან­ვე არ მი­ვაჩ­ვი­ეთ ბავ­შვი წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას,
მერე და მერე სულ „გა­ჯე­ტებ­ზე“ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასე­ვე, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი და ავ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ უკ­მა­ყო­ფი­ლო, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა.

იყო სა­უ­ბა­რი, რომ რამ­დენ გვერ­დსაც გახ­სნი­ან და ჩა­მოტვირ­თა­ვენ სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, იმის მი­ხედ­ვით იქ­ნე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა. აქ საფრ­თხე ისაა, რომ ერთი pdf ფა­ი­ლი თუ გავ­რცელ­და, თა­ვი­დან არა­ვინ ჩა­მოტვირ­თავს და ამის კონ­ტრო­ლი რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს პრობ­ლე­მა ყო­ველ­თვის იყო, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა მა­ინც ის არის, რომ ბავ­შვე­ბი უნდა და­ვა­შო­როთ წიგ­ნებს.

იყოს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა თუ სხვა გზა არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს წიგნ­ში თი­თის გა­ყო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ბავ­შვმა რვე­ულ­ში უნდა შე­ავ­სოს და­ვა­ლე­ბა და არა კომ­პი­უ­ტერ­ში, კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე. წიგნ­თან
ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვს უნდა ჰქონ­დეს. გაკ­ვე­თი­ლე­ბი კომ­პი­უ­ტერ­ში და და­ვა­ლე­ბე­ბიც კომ­პი­უ­ტერ­ში?! ამა­შია საქ­მე,"- აღ­ნიშ­ნა თიკო ასა­თი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბებს, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" "დი­ო­გე­ნეს" ხელ­მძღვა­ნელ თა­მარ ლე­ბა­ნი­ძე­საც ესა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, გა­მომ­ცემ­ლო­ბა მზა­დაა სწავ­ლის და­წყე­ბამ­დე მოს­წავ­ლის­თვის ონ­ლა­ინ რე­სურ­სის შექ­მნა მო­ას­წროს.

"რა თქმა უნდა, ეს სა­კი­თხი დგას დღის წეს­რიგ­ში, რად­გან არ ვი­ცით, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი ვირუ­სის გამო. მუ­შა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ დაგ­ვი­წყია, სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად გან­ხილ­ვის რე­ჟიმ­ში ვართ. პე­რი­ო­დუ­ლად იქ­ნე­ბა ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მე, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე და სკო­ლის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ სწავ­ლა სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ნახ­ლდე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით დე­ტა­ლუ­რად არ გვი­სა­უბ­რია სა­მი­ნის­ტროს­თან, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა კლა­სის­თვის იქ­ნე­ბა ონ­ლა­ინ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი.

ამა­ზე არა­ნა­ი­რი მკა­ფიო პო­ზი­ცია არაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ფა­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა თუ უფა­სო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა უფა­სოდ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია გა­და­წყვე­ტი­ლი, რამ­დე­ნა­დაც ვიცი. ერთი შეხ­ვედ­რა გვქონ­და ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­რე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა ამ კვი­რა­ში.

ერ­თა­დერ­თი რაც ვიცი, მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვი­ხი­ლავთ ყვე­ლა შე­საძ­ლო ვა­რი­ანტს, ყვე­ლა იმ წი­ნა­და­დე­ბას, რაც სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და და რა შე­თა­ვა­ზე­ბაც გა­რე­დან ჰქონ­და, კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, წმინ­და ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით და არა ფაქ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­რე­უ­ლი ვერ­სია იყოს. არ­სე­ბობ­დეს ბეჭ­დუ­რი სა­ხელ­ძღვა­ნე­ლო, რო­მელ­საც და­უ­რი­გე­ბენ სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს და კერ­ძო სკო­ლე­ბი შე­ის­ყი­დი­ან, რო­გორც ეს აქამ­დეც იყო და პა­რა­ლე­ლუ­რად გაგ­რძელ­დეს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბაც, რო­მე­ლიც რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ­ნე­ბა უფრო დახ­ვე­წი­ლი," - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ლე­ბა­ნი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ პირ­ველკ­ლა­სე­ლებს, თა­მარ ლე­ბა­ნი­ძის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი მო­დე­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბა, მათ შო­რის, ის, რომ სწავ­ლა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­ნახ­ლდეს ყვე­ლა კლა­სის მოს­წავ­ლის­თვის, გარ­და პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი­სა.
9371
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
0
რას ნიშნავს "ელექტრონული წიგნი?" ნუთუ დღეს ვარკვევთ იმ ჭეშმარიტებას, რომ მოსწავლე სკოლაში (და არა კომპიუტერთან) არა მხოლოდ ცოდნასა და საჭირო უნარ-ჩვევებს იძენს, არამედ პიროვნებადაც ყალიბდება.
15:09 / 20-07-2020
არა
0
არა დისტანციურ სწავლებას!!!! სხვა რაიმე მოიფიქრეთ. ბოლოსდაბოლოს განათლების სამინისტრომ მიიღოს ნორმალური გადაწყვეტილება.
17:46 / 13-07-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?