"ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით" - განათლების სამინისტრო ამ კომენტარს გამოეხმაურა
"ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით" - განათლების სამინისტრო ამ კომენტარს გამოეხმაურა
სოციალურ ქსელში მომხმარებელმა, ლია ჩხენკელმა, რამდენიმე საათის წინ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე კომენტარის სახით დაწერა: "ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით."
mshoblebi
აღნიშნული კომენტარის ავტორს უამრავი ადამიანი დაუპირისპირდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სკოლის პედაგოგია. ფაქტის შესამოწმებლად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით:

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ თითოეული მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელ ინფორმაციას, რომელიც თითქოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ არის დაწერილი. სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული სოციალური
ქსელის მფლობელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი." - განაცხადეს სამინისტროში.

სოციალურ ქსელში პროფილი, რომლითაც კომენტარი დაიწერა, აღარ იძებნება.

თამარ იაკობაშვილი

5142
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
დ.დ.
2
ამხ. ჩხენკელს უკიდეგანო განათლება, მიხუინთან ერთად აქვს მიღებული უკრაინაში, საფრანგეთში, იტალიში, ნორვეგიაში და ამერიკაში და საბოლოოდ რაც გამოვიდა ხელის გულზე დევს.
20:00 / 04-08-2020
მსგავსი სიახლეები