ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იმატებს. სვანეთში შექმნილმა ეპიდვითარებამ და საკარანტინო შეზღუდვებმა ბევრ მშობელს გაუჩინა კითხვა, ხომ არ შეიცვლება სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი ან რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციას. ამ შეკითხვით არაერთმა მშობელმა მოგვმართა. ვითარების გარკვევა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ვცადეთ. როგორც აღმოჩნდა, 11 აგვისტოს მდგომარეობით, სწავლის დაწყების თარიღად კვლავ 15 სექტემბერი რჩება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
"სწავლის დაწყების თარიღად გამოცხადებულია 15 სექტემბერი. ბუნებრივია, დამოკიდებულები ვართ ეპიდსიტუაციაზე. სკოლებში აუცილებლად დასაცავი რეგულაციებიც უკვე შემუშავებულია და რამდენიმე დღეში სამინისტრო ოფიციალურად გამოაქვეყნებს ყველა ინფორმაციას" - განაცხადეს განათლების სამინისტროში.
თამარ იაკობაშვილი