როდის დაუბრუნდებიან სკოლას უფროსკლასელები - სამინისტროს განმარტება
როდის დაუბრუნდებიან სკოლას უფროსკლასელები - სამინისტროს განმარტება
შესაბამისი ასაკის ყველა მოსწავლეს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს აღელვებთ, როდის დაიწყებენ სწავლას დიდ ქალაქებში მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია და მინისტრის ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მათ 29 დეკემბრამდე ელექტრონული ფორმით უნდა ისწავლონ. ამ ინფორმაციამ ბევრი მშობელი ააღელვა. ჩვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ განმარტებისთვის:

"ბრძანებაში მითითებული ვადა პირობითია და შეიცვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ ბრძანება ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც
ცნობილია, პირველი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებში სწავლა პირველიდან მეექვსე კლასებში გაგრძელდა საკლასო ოთახებში, მაგრამ მოსწავლეთა ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მშობლებს მიეცათ არჩევანის საშუალება, დისტანციურ სწავლასა და საკლასო ოთახში სწავლას შორის. ამისთვის, სამინისტროს მიერ შეიქმნა ახალი ელექტრონული პორტალი - online.emis.ge, სადაც I-VI კლასის ჩათვლით მშობლებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაარეგისტრირონ შვილები დისტანციური სწავლების მიზნით. სწორედ აღნიშნულ ბრძანებაში განისაზღვრა I-VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ვადები, რაც შეეხება VII -XII კლასებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებას, ბრძანებაში მითითებული ვადა პირობითია და შეიცვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძანება საშუალებას აძლევს სკოლებს, VII-XII კლასებში სწავლის სასკოლო ოთახებში განახლების შემდეგ, მოსწავლეებს, მათი სურვილის შემთხვევაში შესთავაზონ
დისტანციური სწავლების მოდელი. აქვე უნდა განვაცხადოთ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არაერთგზის აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ყველა მოსწავლე ამ სემესტრში დაუბრუნდეს სასკოლო გარემოს და მიმართა საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა." - განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მხოლოდ დაწყებით საფეხურებზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაუბრუნდებიან სკოლას უფროსკლასელები.

თამარ იაკობაშვილი

3570
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ნინო
0
ახლახან გავიგე ახალი რეგულაციებისშესახებ. დისტანციური სწავლება რა არის ყველამ ვიცით და იქაც რომ შეკვეცილი იქნება საათები და რ4აოდენობა კიდევ უფრო საშინელია. მაგალითად ქართული და მათემატიკა კვირაში 3-ჯერ ჰქონდათ ბავშვებს და სხვა საგნები ერთხელ.ახლა ახალი რეგულაციით ქართული და მათემატიკა უკვე 2-2-ჯერ იქნება. მალე უკვე ხელისმოწერასაც ვერ შეძლებენ ჩვენი შვილები და თითის ანაბეჭდი ჩაანაცვლებს. თორემ ხელის მოწერასა და ჯვრის დასმაზე ზედმეტი იქნება საუბარი. გაგვაგებინეთ ეს რა არის. ჯერ ისედაც ძლივს ვიკავებდი თავს ამ დისტანციური სწავლების გამო და ახლა საერთოდ გადავირიე. სწავლა და სწავლა არის მნიშვნელოვანი. მე არა მაქვს საშუალება ბავშვი მოვამზადო და მხოლოდ სკოლაზე ვართ დამოკიდებული. ეს უკვე აუტანელია ეს უკვე აუტანელია ეს უკვე აუტანელია
10:50 / 09-10-2020
დედა
0
ძალიანაც მიქარავთ თუ არ გახსნით სკოლებს.გირჩევნიათ უბრალო ხალხს და მშობლებს კითხოთ რა გვინდა და.არა ვაზელინწაამულ ქოცებს.დაიწყეთ სწავლა.კორონას ვიმკურნალებთ.უაწავლელობას კი მხოლოს სკოლად და.სწავლა განკურნავს.ჯერ რა გვაქვს ისედაც განათლება ჩამოშლილია. გვინეა-პაპუა გვჯობნის უკვე.
00:41 / 05-10-2020
მსგავსი სიახლეები