4 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
4 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა დისტანციური რეჟიმში შენარჩუნება.

როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, დისტანციურად ისწავლიან თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში.

"1500-მდე უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს სკოლები გადავიყვანეთ დისტრანციურ რეჟიმში. ამ სკოლებს სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში ჩვენ გვიწევს მეორე ტურის ჩატარება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული,
როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ მივიღეთ დღეს საბჭოზე გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩნუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანაში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურად უფროს კლასებში და უმაღლესი დაწესებულებები და პროფსასწავლებლები ასევე აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღემდე ფუნქციონირებდნენ,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.
ინტერპრესნიუსი
372
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები