17 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესია ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. მშობელთა ნაწილს გაუჩნდა შეკითხვა, დაისვენებენ თუ არა სკოლები ამ დღეს.
ამ შეკითხვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ 17 დეკემბერი უქმე დღე არ არის, შესაბამისად, არც სკოლები დაისვენებენ.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში ზამთრის არდადეგები ოფიციალურად 30 დეკემბერს დაიწყება 14 იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა. შესაბამისად, სკოლებიც 15 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.
თამარ იაკობაშვილი